x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ უბოძა ქართლის ლეგენდარულმა მეფემ სიმონ |-მა გლეხ ქვლივიძეს აზნაურობა

image ქართლის ენერგიული მეფე სიმონ |-ი მუდამ მზად იყო მტერთან და მომხდურთან საბრძოლველად, მეფემ არ იცოდა თუ რა იყო სიკვდილის შიში და თუნდაც მცირერიცხოვანი რაზმით ბევრჯერ მიუტანია იერიში მოწინააღმდეგეზე და დაუღალავი მარჯვენის და უღალატო თანამებრძოლების თანადგომით გაუტეხია მტრის მედგარი წინააღმდეგობა.
სწორედ ასეთი უშიშარი და უდრეკი ხასიათის გამო მას "გიჟი" შეარქვეს ოსმალებმა.
საკმარისი იყო ენახათ ბრძოლის ველზე საომრად გასული მძიმედ შეაბჯრული მეფე და ოსმალი მებრძოლების ნაწილი "დელი სიმონის" ანუ "გიჟი სიმონის" ძახილით გარბოდა ბრძოლის ველიდან.
ქართლის შენარჩუნების გარდა მეფე სულ ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას და ამ მხრივ იმერეთის დაპყრობაც რამდენიმეჯერ სცადა, ამისათვის კი ზემო იმერეთის დიდგვაროვნები-ჩხეიძეები, აბაშიძეები და წერეთლები გადაიბირა და მიიმხრო.
სამჯერ გადავიდა მეფე თავისი ჯარით იმერეთში იმერეთის შემოსაერთებლად, მაგრამ სამივეჯერ ღალატის გამო მოუწია უკანვე გამობრუნება.
მეფეს, რომელსაც ბრძოლის ველის მიტოვება სამარცხვინო საქმედ მიაჩნდა სამჯერ მოუწია იმერეთიდან გამობრუნება.
ერთერთ ბრძოლაში, რომელიც სოფელ ოფშქვითთან მოხდა ქართლის მეფის ბანაკში მყოფმა იმერლებმა მოკავშირის წინააღმდეგ აღმართეს ხმალი, რამაც საშუალება მისცა იმერლების მთავარ მოკავშირეს-დადიანს, ბრძოლის სასწორი თავის მხარეს გადაეხარა და სიმონ|-ის ჯარის დიდი ნაწილი გაენადგურებინა ან ტყვედ აეყვანა.
იმერეთიდან ოტებული მეფე ამალასთან ერთად ერთ სოფელში შევიდა ღამის გასათევად. სოფელი კავთისხევი აღმოჩნდა, მეფემ ერთერთი ოჯახის კარზე დააკაკუნა, კარი, რომ გაუღეს ბრძანა: მე მეფის მებრძოლი ვარ და იქნებ ამაღამ ღამე გამათევინოთო!
ოჯახის დიასახლისმა გულთბილად მიიღო, მაგრამ მეფის გაბრაზებული და შეწუხებული სახის დანახვაზე იკითხა: დღეს ქართლის მეფეს ბრძოლა უნდა ჰქონოდა იმერეთში და ნეტა როგორ დამთავრდაო?
მეფემ უპასუხა: წარმოდგენაც კი არა მაქვსო. ქალი არ მოეშვა: ჩემი ქმარი ახლდა მეფეს მებრძოლად და ნეტავი ხომ არ მოკლესო?-შეწუხებული ხმით იკითხა.
ნუ გეშინია შენი ქმარი საღსალამათი დაგიბრუნდებაო-უპასუხა მეფემ.
ატირდა დიასახლისი, ნუ გეშინია, მოვა შენი ქმარი გაუმეორა მეფემ.
მე ქმრის გამო არ ვსტირი, ჩვენი მეფის ბედი მატირებს, ღმერთო შენ გადაარჩინე ჩვენი მეფე და თუ საჭიროა ჩემი ქმრის ჩათვლით ყველას სული მიიბარეო-უპასუხა ქალმა.
მეფემ თავი ასწია და ქალს შეხედა, შემდეგ კი ვახშმის შეთავაზების მიუხედავად უარი თქვა ვახშამზე და აბჯრით წამოწვა ტახტზე, უთენია კი ამალასთან ერთად სამეფო სასახლისაკენ გაემართა ჭენებით.
რამდენიმე დღეში კავთისხევში მეფის შიკრიკი მოვიდა და ქალს, სადაც ღამე გაათენა მეფემ მეფის სიგელი გადასცა, სადაც ქვლივიძის ოჯახს მეფემ აზნაურობა უბოძა, მამულთან და რამდენიმე ათეული გლეხის კომლთან ერთად.

0
683
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
683