x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ყველაზე მსუქანი ტყუპი- ძმები მსოფლიოში“, რომელთა საერთო წონაც 666 კილოგრამს შეადგენდა

image


ეს უცნაური ტყუპი - ძმები სამყაროს 1946 წელს მოევლინენ. თუმცა, ბიჭებს მაშინ ჯერ კიდევ გარეგნობაში, უჩვეულო არაფერი ეტყობოდათ. ყველაფერი 4 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბავშვები წითელათი დაავადნენ, იშვიათმა გართულებამ ჰიპოფიზის ჯირკვალზე ნეგატიურად იმოქმედა, რამაც ბავშვებში ზრდის ჰორმონის დიდი რაოდენობით გამომუშავება გამოიწვია.


image


მოზარდობის ასაკში ბენი და ბილი საკუთარი თანატოლებისგან დიდი გაბარიტებითა და სიძლიერით გამოირჩეოდნენ. მოგვიანებით კი, წონაში მატებამ კატასტროფულ შედეგებს მიაღწია. სრულწლოვანების მიღწევისას თითოეული მათგანის წონა არც მეტი, არც ნაკლები 300 კგ-ზე მეტს შეადგენდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭები საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესს მისდევდნენ.



image


ძმები დღის განმავლობაში ჯერ ფერმაში მუშაობდნენ, შემდეგ კი, მთელ თავისუფალ დროს ქალაქში მოტოციკლით სეირნობაში ატარებდნენ, რომელიც ერთი შეხედვით, მათ გაბარიტებთან შედარებით პატარა სათამაშო ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას მოგაგონებდათ. მოგვიანებით ბიჭები რესლინგით დაკავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მათ წონის კლებაში არც ეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა დაეხმარა.


image


ბილი 1979 წელს გარდაიცვალა, ბენმა კი, 2001 წლამდე იცოცხლა. სიცოცხლის ბოლო ათწლეული მამაკაცი აუქციონის ბიზნესით იყო დაკავებული. ბენიმ და ბილიმ, მსოფლიოში როგორც ყველაზე მსუქანმა ტყუპმა - ძმებმა, სიცოცხლეშივე გინესის რეკორდების წიგნში შესვლაც მოასწრეს, იმ დროისთვის მამაკაცების წონა თქვენ წარმოიდგინეთ და, 328 და 338 კილოგრამს შეადგენდა.


image

0
461
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
461