x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიო ერების ყველაზე უცნაური საქორწინო ტრადიციები და ქვეყნები სადაც ცოლები საერთო ყავთ
image

ზოგიერთ ქვეყანას აქვს ტრადიციები, რომლებიც შოკში აგდებს ცივილიზებულ საზოგადოებას. ერთი ცოლი რამდენიმე კაცისთვის პოპულარული ტრადიციაა რამდენიმე ერს შორის და ეს თანამედროვე სამყაროში ხდება.


დიდი ხანია ყველა მიეჩვია მრავალცოლიანობის გაგებაა, მაგრამ სიტუაციას, როდესაც ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს მშვიდად. მართლაც, არსებობს ხალხი, სადაც ერთი ქალი რამდენიმე კაცს ყავს ცოლად.




image




ტიბეტში უძველესი დროიდან იყო მიღებული პოლიანდრიობა. ქალი შეიძლება იყოს რამდენიმე კაცის ერთი ცოლი. ახლა ეს ფენომენი არ არის გამონაკლისი. ტიბეტელი ქალების დაახლოებით 15% -ს მინიმუმ 3 ქმარი ჰყავს.


ქალების ამ არჩევანის მიზეზი სიღარიბე და უნაყოფო ადგილებში ცხოვრებაა. შვილების გამოსაკვებად, ქალი რამდენიმე კაცს მიყვება ცოლად.
რაც უფრო მეტი ქმარია, მით უფრო ადვილია შინამეურნეობის მოგვარება. ამასთან, ეს მომგებიანია ფულის დაზოგვის თვალსაზრისით. თუ ძმები განსხვავებულ ცოლს ირჩევენ, მაშინ, ტრადიციის თანახმად, თითოეული ქალისთვის გამოსასყიდი იქნება გადასახდელი, ხოლო გამოსასყიდი ერთჯერადად გადაიხდიან, თუ ყველას ერთი ქალი ყავთ ცოლად.






image



ტრობრიანის კუნძულზე მდებარე ტომში ერთ ქალს შეუძლია რამდენიმე ქმარი ჰყავდეს, შვილები კი თითოეულ მათგანისგან შეუძლია შეეძინონ. ამ შემთხვევაში, დამატებითი მამობის დადგენა არ ხორციელდება. სხვადასხვა ქმრისგან დაბადებული ყველა ბავშვი დედის ბუნებით მემკვიდრედ მიიჩნევა, ხოლო მამები არ იღებენ მონაწილეობას რაიმე აღზრდაში და მემკვიდრედ არ იწერენ შვილებს.


ბავშვები იზრდებიან ბიძებთან, ქალის ძმებთან. მამაკაცები ერთადერთზე რაზეც მადლიერებას გამოხატავენ, არის ის, რომ ქალი არ ავალდებულებს მათ შვილების აღზრდას.




image



შორეულ ჩრდილოეთში მცხოვრებ ხალხს ჰქონდათ ალტერნატიული ქორწინების უფლება - ქმრებს შეეძლოთ ცოლების გაცვლა. გაცვლა განხორციელდება ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში. გაცვლა ხდება მხოლოდ ოფიციალურად დაქორწინებული ქმრების მიერ. თუ კაცი ქვრივია, მაშინ ვერ ღებულობს ასეთ გაცვლაში მონაწილეობას. რაც უფრო მეტ ადამიანს ჰყავდა სხვა ადამიანების ცოლები, მით უფრო გავლენიანი იყო მისი პოზიცია.




image



ნიგერიასა და კამერუნში მეორე ქორწინების ტრადიცია არსებობდა. ქალი ქორწინდებოდა, აჩენდა შვილებს, ეწეოდა საოჯახო საქმეს და მას შემდეგ რაც ქორწინების ვადა სრულდებოდა, ქალს შეეძლო წასვლა საცხოვრებლად სხვა კაცთან.


იმის მიუხედავად, რომ ქალი ერთი კაციდან მეორესთან გადადიოდა, წინასთან ქორწინება არ უქმდებოდა და ნებისმიერ მომენტში ქალს შეეძლო დაბრუნება.
გარდა იმისა, რომ ქალს შეეძლო რამდენიმე კაცთან ცხოვრება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კიდევ იყო საკმაოდ საშიში საქორწილო ტრადიციები.


1. მსოფლიოს მრავალი ერისთვის ქალწულობა არის ღირებულება, რომელსაც ქალი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს. ტიბეტში კი, თუ ქალი ქალწული დაქორწინდებოდა, ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა.


2. სანამ გოგონა დაქორწინდებოდა, დედა მინიმუმ 20 პარტნიორს ეძებდა შვილისთვის და მხოლოდ მას შემდეგ ქორწინდებოდა გოგონა. თავად პატარძალი ქმარს არ ეუბნებოდა რამდენი პარტნიორი ჰყავდა, ყველა სტატისტიკას ინახავდა დედამთილი და გოგონას დედა.


3. მარკიზების კუნძულზე საკმაოდ უცნაური ტრადიცია აქვთ. საქორწილო ცერემონიის დროს, ყველა მამაკაცი რიგში დგას და პატარძალთან სქესობრივ კავშირს ამყარებს. ტრადიცია უჩვეულოა და ამ სიტუაციაში რთული წარმოსადგენია, რა დღეში იქნება პატარძალი.


4. კამჩატკაში, ასევე, საკმაოდ უცნაური ტრადიცია აქვთ. სტუმრად ჩამოსული თითოეულ სტუმარი ვალდებული იყო მფლობელის მეუღლესთან ღამე გაეტარებინა. ამავდროულად, ქალი ისეთი მაცდუნებელი უნდა ყოფილიყო, რომ სტუმარს უნდა მოწონებოდა. კამჩატკაში დღემდე ჯერ კიდევ არ არსებობს მეუღლის ღალატის მცნება.





0
1332
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0