x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თავბექილა - სვანური მითოლოგია
თავბექილა - სვანური მითოლოგია


თავბექილა არის მითიური გმირი სვანურ ფოლკლორში, გველეშაპის მკვლელი. სავარაუდოდ, ამ გველეშაპის სახით წარმოდგენილ მოძალადე თურქთა მჟლეტი, რომელიც მტერთან ბრძოლას შეეწირა. ჩვენ ეს ბალადა მოხუც ვინი გელოვანის თქმულიდან ჩავიწერეთ და გადმოვაქართულეთ:


ო, საბრალო თავბექილა, ქვაზე სუფრა გაგიშლია,

თურქის ჯარი დაგცემია, ერთი არვინ გაგიშვია;


გზაზე მძივი გიპოვნია, შეგინახავს ყაწიმშია.

წამოსულხარ ლენხერიდან, შეგაღამდა გზაზედაო,

უცბათ უკან მოგიხედავს, რაღაც უცხო ხმაზედაო,

თურმე მოგდევს უწმინდური, ჯიღა ადგა თავზედაო.

იფნის შუბი გისროლია, ასხლეტილა რქაზედაო,

მუზარადი გისროლია, გაუგდია განზედაო,

მოუგნია, მოუყნოსავს, მოგდგომია კარზედაო.

- დამაწვინე, ჩემო ცოლო, არ მაქვს ომის უნარიო!


თავბექილა - სვანური მითოლოგია


ჩემი ჩანგი ჩამოიღე, ნუ ხარ ცუდად მდუმარიო,

კარ-ფანჯარა გადარაზე - მოდის ავი სტუმარიო.

ადგა ქალი ადრე დილით, გაშრა გველის ცქერაზეო:

- ჩემი სახლი არ ყოფილა უბედური ჯერ ასეო.

უწმინდური დაგრაგნილა სამად სახლის კარაზეო!

მერე ცანგი ჩამოიღო, დაამღერა წყნარადაო:

"გამეცალე, ნუ მექცევი გველო, რისხვის ზარადაო!

საკლავს დავკლავ, სოფელს ვაწვევ და ვიმღერებ მარადაო!"


თავბექილა - სვანური მითოლოგია


გველმა თავი წამოსწია, ცრემლს აფრქვევდა ღვარადაო,

ჩამოეხსნა სახლის კერას შავი ძაძის დარადაო,

მაგრამ ჩანგი დადუმდა და დაეხვია კვალადაო.

მაშინ გითქვამს, მომაწოდეთ ჩემი მშვილდი, ისარიო,

ვიდრე თბილი არის კიდევ ჩემი გულის ფიცარიო,

იქნებ ვიხსნა ჩემი კერა, ჩემი დასაფიცარიო!

მოგიზიდავს, გისროლია, დიდი ცდით და ჯაფითაო...

კვდებოდაო იქით გველი და შენ კიდევ აქეთაო.


თავბექილა - სვანური მითოლოგია


ციმციმებდნენ ვარსკვლავები და ქრებოდნენ სათითაოდ.

სოფლის გულში დაგასვენეს - სოფელს ედგა ფარადაო!

უწმინდური გაიტანეს, სამსა მარხილს ფარავდაო,

გაიტანეს, ენგურს მისცეს - გაუკვრდეთ ბარადაო!"


ერთი ვერსიით, თავბექილა, მტრებისაგან ლტოლვილი დევთა ხევში ხვდება.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
189
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
189
  
2019, 13 დეკემბერი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 12 დეკემბერი, 20:28
SEV.GE ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი. SEV.GE
SEV.GE შემოგვიერთდით მეგობრებო. SEV.GE
SEV.GE ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. SEV.GE
0 1 2