x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ ავისრულოთ ნებისმიერი სურვილი ოქროს მანტრას საშუალებით?
ზოგი ჩუმად ნატრობს, ზოგიც ხმამაღლა ოცნებობს, მნიშვნელობა არ აქვს სურვილის ფორმას, ფაქტი არის ის, რომ "ის" თითქმის ყველა ჩვენგანს გააჩნია, თუმცა, ყველას არ შეუძლია აისრულოს წადილი. რატომ? ამაში დამნაშავე შეიძლება ფინანსური მხარე იყოს, ანდაც ჩვენი სიზარმაცე, არასწორი მიზანი, ან უბრალოდ ის, რომ გვაკლდეს "მტკიცე გადაწყვეტილება".


საუკუნეების წინაც კი ხალხი სურვილის ასასრულებლად ან სამარჩიელოდ მთვარის ფაზებს იყენებდა; მიმართავდნენ "ვანგას"; ეყრდნობოდნენ კარმას და სხვა. მსგავსი მეთოდები დღესაც არის აქტუალური თანამედროვე ხალხში და თუ თქვენ უიმედოდ ხართ და ფიქრობთ, რომ თქვენს სურვილს ახდენა არ უწერია, ცდებით, რადგან ოქროს მანტრას საშუალებით, ყველაფერია შესაძლებელი.



image


როგორ ავისრულოთ ნებისმიერი სურვილი ოქროს მანტრას საშუალებით?



დღეს, მინდა გესაუბროთ მანტრაზე, თუ როგორ შეუძლია მას, თქვენი ნებისმიერი სურვილი აასრულოს. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ უნდა განვმარტოთ მათთვის, ვინც არ იცით, თუ რა არის მანტრა?



მანტრა – ეს არის სიტყვების ფორმულა, ასე ვთქვათ ჰიმნი, რომელსაც სჭირდება ბგერების უზუსტესი გადმოცემა. გონების, ემოციური მდგომარეობისა თუ აზროვნების პროცესის რეგულირების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. იგი ტრანსცენდენტულ ასპექტში გამოხატავს ადამიანის შინაგანი ენერგიის ზეციურ ძალებთან ურთიერთობების არსს. ინდურ ფილოსოფიაში, სულიერებასა და შინაგან ცხოვრებაში მანტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რადგან მანტრა, ეს არის ღვთიური ძალით გავსებული მარცვალი.



ახლა კი მოდით, გავერკვეთ, თუ როგორ შეგვიძლია ავიხდინოთ ნებისმიერი სურვილი მანტრას დახმარებით. მოვიყვანოთ სურვილის ქონის პირობითი მაგალითი - ჩემს მეზობელ გოგონას სურს მიმართოს პლასტიკურ ქირურგიას მკერდის გასადიდებლად, თუმცა ამის სახსრები არ გააჩნია. გამოდის, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ორი ასპექტი:


1) ძლიერი სურვილი.
2) ფინანსური მხარე.



მივმართავთ მანტრას! მოცემული შემთხვევისთვის დაგვჭირდება ორი მანტრა. პირველი სურვილის შესასრულებლად მივმართავთ ოქროს მანტრას და ვიმეორებთ შემდეგ სიტყვებს: "აუმ ჯაია ჯაია შრი შივაია სვახა". მეორე, ანუ ფინანსური მხარის მოსაგვარებლად კი ვიყენებთ მანტრას, რომლის სიტყვებს აქვს ძალა ფული მოიზიდოთ: "ომ ხრიმ კლიმ შრიმ ნამახ".



კი, მაგრამ ეს როგორ მუშაობს?!


პირველ რიგში, გაწმინდეთ თქვენი გონება ყველა ბინძური თუ ნეგატიური ფიქრებისგან. აუცილებელია იყოთ მარტო და კონცენტრირდეთ მხოლოდ სურვილზე. შეგიძლიათ აანთოთ საკმეველი და სანთელიც. ღრმად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ და პირველი მანტრა უნდა გაიმეოროთ 108-ჯერ. ამის შემდეგ ვიმეორებთ მეორე მანტრას 36-ჯერ.


დამიჯერეთ, ეს ნამდვილად მუშაობს, შესაძლოა დრო დაჭირდეს, მაგრამ ნამდვილად მუშაობს. აქვე მინდა გითხრათ, რომ უმჯობესია თუ მანტრას ოქროს ძალას სავსე მთვარის დროს გამოიყენებთ. არ დაუშვათ გონებამ გაიფიქროს, რომ არ ასრულდება. გახსოვდეთ ჯადოქრობის ერთ-ერთი მზაკვრული კანონი - "რაც მეტი გსურს, მეტი ლოდინი გიწევს"!


image


მთავარია მანტრას შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და არ ჩაიციკლოთ სურვილზე. თუმცა, თუ ყოველდღე გამოყოფთ მანტრასთვის ამ მცირე დროს, სურვილი აუცილებლად და უფრო სწრაფად ასრულდება.



P.S - გისურვებთ წარმატებას!

0
398
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0