x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ღილაკის ერთი დაჭერით თვითმფრინავის დასმა უკვე მგზავრსაც შეეძლება
image

ამერიკულმა სანავიგაციო სისტემა Garmin-მა გამოიგონა ტექნოლოგია, რა დროსაც ღილაკის ერთი დაჭერით შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის დასმა, იუწყება The Sun.


როგორც სისტემა Autoland-ის შემქმნელები ამტკიცებენ, ახალი ტექნოლოგია მთლიანად შეცვლის ავიაინდუსტრიას, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში ღილაკის ერთი მიჭერით მგზავრსაც კი შეეძლება თვითმფრინავის დასმა.

სისტემის ამოქმედებისთანავე ლაინერი ავტომატურად პოულობს უახლოეს აეროპორტს 200 საზღვაო მილის მანძილზე, აკონტროლებს მანძილს, საწვავის რაოდენობას, ამინდს და სხვა მოსალოდნელ წინაღობებს, აღსანიშნავია ისიც, რომ დაჯდომის დროს თვითმფრინავი თვითონვე ირჩევს აეროპორტში სასურველ ბილიკს.



დისპლეიზე ეწერება მონაცემები, სიჩქარე, სიმაღლე, მანძილი აეროპორტამდე და სხვა აუცილებელი მონაცემები, ხოლო მგზავრებს პირდაპირი კავშირი ექნებათ დისპეტჩერთან.



0
318
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0