x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საფრანგეთის ციხეში 30 წლის ქართველმა ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
image


საფრანგეთის ქალაქ ტულუზის ფოქსის ციხეში საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ნიკა ქირია 9 დეკემბერს გარდაცვლილი აღმოაჩინეს, როგორც ქირიას დედამ, ფატიმა ლაგვილავამ განაცხადა, ოჯახს მომხდარის შესახებ წუხელ, ღამის სამ საათზე შეატყობინეს.


" საფრანგეთში სამუშაოდ წავიდა რომ ოჯახი ერჩინა. ხუთი თვე რაც ციხეშია, მალე გამოდიოდა ციხიდან.წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს რომ თავი ჩამოუხრჩვია. სხვა დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვითხოვთ დახმარებას, რათა ცხედრის ჩამოსვენებაში ხელოსუფლება დაგვეხმაროს და მიცვალებულის დატირების საშუალება მოგვეცეს"-განაცხადა გარდაცვლილის დედამ.


საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ოჯახის წევრებს ეკონტაქტება და გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა უკვე დაიწყო.



აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ ე.წ. კანონიერი ქურდის კახა შუშანაშვილის ქალიშვილმა, თათია შუშანაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს, მამა მარსელის ციხეში ზის და მას სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება სჭირდება:


"კახა შუშანაშვილს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. მსგავსი მოპყრობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს სახელმწიფოს, დაიცვას მისი მოქალაქის უფლებები და როგორც პაციენტს მიეცეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღების უფლება. კახა შუშანაშვილი ამჟამად იმყოფება, საფრანგეთში კერძოდ მარსელის საპატიმროში. მას განზრახ არ უწევენ სამედიცინო დახმარებას!!! – წერს თათია შუშანაშვილი.

image


0
470
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0