x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დღეს პატიების და ძველი ურთიერთობების აღდგენის დღეა! -- ასტროპროგნოზი
image


8 დეკემბრის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.


პატიების და ძველი ურთიერთობების აღდგენის დღეა!

მოერიდეთ სულსწრაფი და სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს გულმავიწყობა და დაბნეულობა.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მოერიდეთ ხორცის და ცომეულის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს და ტყუპებს, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს კურო, სასწორს და მორიელს კი, ემოციების მართვა გაუჭირდებათ.

* * *

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

ეს დღე სიმართლის შეცნობას, სულიერ განახლებასა და ზნეობრივ სიწმინდეს განასახიერებს. დღის პირველი ნახევარი სულიერ წონასწორობას მოგიტანთ. შრომისუნარიანობა და პრობლემების გადაჭრის არასტანდარტული ხედვა საგრძნობ შედეგს მოგცემთ. პარტნიორების დახმარებით ყველაზე თამამ ინიციატივებს განახორციელებთ. ყველაზე სარისკო საქმეშიც კი წარმატება გელით.

კურო

თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დიდსულოვნება გამოიჩინოთ და წვრილმანებზე ყურადღება არ გაამახვილოთ. ამ დღეს პლანეტების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ხართ, ამიტომ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც თავს კარგად გრძნობენ. გამორიცხული არაა, რომ ყველა მხრიდან საქმიან თანამშრომლობაზე წინადადებები მიიღოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. შეიძლება ახლობელი ადამიანი ერთი დაუფიქრებელი სიტყვით გაანაწყენოთ. მოსალოდნელია სამსახურით ან მიღწეული შედეგით უკმაყოფილება. კარგია გასეირნება სუფთა ჰაერზე და ფიზიკური შრომა. ეცადეთ, მხედველობის ორგანოები არ გადაღალოთ.

კირჩხიბი

ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა ოპტიმიზმით აგავსებთ. გამორიცხული არაა, რომ ყველა მხრიდან საქმიანი თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ, ყველა წინადადებას დასთანხმდეთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

ამ დღეს ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს. ნებისმიერი წამოწყება დადებით შედეგს მოგიტანთ. მამაკაცი ლომები სამსახურებრივ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ და უფროსისგან შექებას დაიმსახურებენ. ქალებს ვურჩევთ, სამსახურებრივი და ოჯახური საქმიანობა გონივრულად შეათავსონ.

ქალწული

მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური ხარჯი. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. გირჩევთ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათსა და კონფლიქტს. თამამად იარეთ მიზნისკენ. ეცადეთ, საღამო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

სასწორი

შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ეს დღე რადიკალური ცვლილებებისთვის შეუფერებელია. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო კავშირების განახლება.

მორიელი

ბიზნესმენებსა და მეწარმეებს წარმატებული დღე ელით. მოსალოდნელია საქმიანი წინადადება. ეცადეთ, არც ერთი წინადადება და წარმატების მიღწევის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ძველ მეგობარს შეხვდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსან ქალებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მიეცემათ. გამოიჩინეთ წინდახედულება ურთიერთობაში. პიროვნული მომხიბვლელობა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ და ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. შესაძლოა, ერთი დაუფიქრებელი სიტყვით ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ. მშვენიერი მეხსიერება გაქვთ, მაგრამ არ ღირს ძველი კონფლიქტებისა და გაუგებრობების გახსენება.

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინება და კეთილსინდისიერება გამოიჩინოთ. პლანეტების განლაგებამ შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში უსიამოვნებები მოგიტანოთ. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით - მაგალითად, დაუგეგმავი ფინანსური ხარჯი მოგიწიოთ ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მერწყული

კრიტიკული დღეა. ნებისმიერი საქმის კეთებისას სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. მოსალოდნელია დაღლილობის გრძნობა და მსუბუქი თავბრუსხვევა. წინდახედულება გამოიჩინეთ სიტყვასა თუ საქმეში, რომ უნებურად არავინ გაანაწყენოთ. თქვენმა უყურადღებობამ ახლობელი ადამიანების მიმართ შეიძლება ოჯახში სიტუაცია მკვეთრად შეცვალოს.

თევზები

დაძაბული დღეა. შესაძლოა, გრძნობამ გონებაზე გაიმარჯვოს, რასაც კონფლიქტები და ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება. ეცადეთ, წყალთან ახლოს იყოთ. კარგი იქნება, თუ წყლის პროცედურების ჩასატარებლად აუზს ეწვევით. გაითვალისწინეთ, რომ რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება დამთავრდეს, რასაც მტკივნეულად განიცდით.

0
281
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0