x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133843
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ნიკორას" მასტერკლასი პატარა შეფებისთვის
image


"ნიკორას" სამზარეულოში, ამჯერად, ხუთი შეფი ფუსფუსებს - ერთი პროფესიონალი და ოთხი პატარა. პატარებს, სენდვიჩებისა და ჰოთდოგების მომზადებას საბა იჩქიტიძე ასწავლის.


საბა კულინარიით პირველად იმ ასაკში დაინტერესდა, რა ასაკისაც ახლა არიან ნიკოლოზი, თამარი, მარია და მეორე ნიკოლოზი. მოგვიანებით, ბავშვური ინტერესი პროფესიად იქცა. "სითის" პროექტისთვის პატარებმა, საბას დახმარებით, სურნელოვანი სამყაროს მარტივი კერძები მოამზადეს. "ნიკორას" მასტერკლასზე მათი მეგზური ამ სამყაროში საბა იყო, რომელიც სენდვიჩების მომზადებასთან ერთად, პატარებს საკუთარ კულინარიულ გამოცდილებაზე უყვებოდა.


საბა იჩქიტიძე, შეფ-მზარეული


image



კულინარიით ღრმა ბავშვობიდან ვარ გატაცებული. ოჯახში სულ რაღაც მზადდებოდა და მეც დიდი ინტერესით ვმონაწილეობდი თითოეული კერძის შექმნაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, სხვა პროფესიასთან ერთად, კულინარიაც პროფესიულად შემესწავლა. ერთი წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში სტაჟიორად, ამ პერიოდში ვისწავლე ყველა იმ კერძის მომზადება რაც მაინტერესებდა და რაც კონკრეტული ობიექტის მენიუში იყო. წლების შემდეგ კი შეფ-მზარეულად ჩამოვყალიბდი და ახლა მე თვითონ, დამოუკიდებლად ვმუშაობ ახალი კვების ობიექტის საავტორო მენიუზე. ასე ამოვყავი თავი სურნელოვან სამყაროში.


პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოვამზადე, "ოჯახური კარტოფილი" იყო, ღორის ხორცით. მაშინ 5 ან 6 წლის ვიყავი. მახსოვს კმაყოფილების გრძნობა, რომელსაც მომზადების პროცესი მანიჭებდა და მოლოდინი - როგორ შემიფასებდნენ ოჯახის წევრები კერძს. დღეს, უკვე რთულია რომელიმე ერთი კერძის გამოყოფა, რომლის მომზადებაც განსაკუთრებით მიყვარს, ვინაიდან კულინარიას ისე აღვიქვამ, როგორც ხელოვნებას. ერთი და იგივე კერძიც კი, სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან განსხვავებული გამოდის. მე ყველაფერს მთელი გულითა და სიყვარულით ვამზადებ.


imageთამარ მერლანი, ნიკოლოზ გოგრიჭიანი


პირველად "ნიკორას" ხორცპროდუქტები დაახლოებით 15 წლის წინ, მამასთან ერთად აღმოვაჩინე. მახსოვს, ძალიან ხშირად დილა სწორედ "ნიკორათი" იწყებოდა. შემდეგ კი, დღე სკოლაში ენერგიულად გრძელდებოდა. წლებია რაც ამ ბრენდის მომხმარებელი ვარ, რადგან ჩემთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა "ნიკორამ" მასტერკლასის ჩასატარებლად დამპატიჟა სწორედ ბავშვობის ეს გამოცდილება და ემოცია გავუზიარე პატარა შეფებს, თუმცა, გაორმაგებული პასუხისმგებლობით. მათთან მუშაობა ხალისს მმატებს. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც ყველაფერს კარგად აკვირდება და იმახსოვრებს. ამიტომ, მეც სრული პასუხისმგებლობით ზუსტად ისე ვასწავლი, როგორც ზრდასრულ მზარეულებს. ახლა მარტივად მოსამზადებელი სენდვიჩი გავაკეთეთ.


imageმარია და ნიკოლოზ ბოლაშვილები


სენდვიჩის მომზადების წესი:


გამოვიყენეთ: ტოსტის პური, სალათის ფოთოლი, პომიდორი, მდნარი ყველი და მთავარი ინგრედიენტი - "ნიკორას" შაშხი.


პურის ორ ნაჭერს შორის, თანმიმდევრულად დავალაგეთ ინგრედიენტები და ასე მომზადდა ჯანსაღი საუზმე.


სენდვიჩი უმარტივესად მზადდება. ამ აპეტაიზერში ინგრედიენტების თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პურის ორი ნაჭერი და მათ შორის ის, რაც გიყვართ და რამდენიც გინდათ. მთავარი წესი კი ასეთია - გემრიელი სენდვიჩი რომ გამოგივიდეთ, ბავშვებივით გულიანად უნდა მოამზადოთ.


image


ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: ირა კურმაევა
ლოკაცია: "ნიკორას კაფე"



0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0