x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
აზრების კონტროლი და დისციპლინა, აზროვნების დაუფლება
სულის მაგიის შესწავლა

image


მოხერხებულად დაჯექით სკამზე ან წამოწექით სავარძელში. მოადუნეთ მთელი სხეული, დახუჭეთ თვალები და 5 წუთის განმავლობაში დააკვირდით თქვენს აზრთა დინებას, ეცადეთ დაიმახსოვროთ იგი. თავდაპირველად გაგახსენდებათ, რომ თავს დაგატყდათ ის ფიქრები და დარდები, რომლებიც ეხება ყოფით, პროფესიულ ან სხვა საქმიანობას. ეცადეთ განეწყოთ ამ ფიქრებისადმი, როგორც გარეშე დამკვირვებელი, სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად. იმის მიხედვით, თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებით მოცემულ მომენტში, ეს სავარჯიშო ან მარტივად მოგეჩვენებათ, ან რთულად. მთავარია არ დაკარგოთ აზრთა სვლა და ყურადღებით ადევნოთ თვალყური. არც კი იფიქროთ ამ სავარჯიშოს დროს ჩაძინება. თუ დაღლილი ხართ, მაშნვე შეწყვიტეთ ეს ვარჯიში და სხვა დროისთვის გადადეთ, მტკიცე განზრახვით, რომ დაღლილობას არ დანებდებით.

აზრების კონტროლის ეს სავარჯიშო სრულდება დილას და საღამოს.


საჭიროა ყოველდღე ერთი წუთით გავზარდოთ ვარჯიშის ხანგრძლივობა. ერთი კვირის შემდეგ შეგვეძლოს მინიმუმ 10 წუთი ვადევნოთ თვალყური საკუთარ აზრებს ისე, რომ ოდნავაც კი არ გაგვექცეს ყურადღება. დროის ასეთი შუალედი განსაზღვრულია საშუალო-სტატისტიკური ადამიანისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს დრო არასაკმარისად მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოთ იგი. ყოველ შემთხვევაში ამას სრული სერიოზულობით და დაკვირვებით უნდა მიუდგეთ, რადგანაც აჩქარებას აზრი არ აქვს. ყოველი ადამიანის განვითარება ძალიან ინდივიდუალურია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფრო წინ წასვლა, სანამ ბოლომდე არ დაეუფლებით წინამდებარე სავარჯიშოს.

დაკვირვებული მოსწავლე მაშინვე შეამჩნევს, რომ თავიდან აზრები თავზე ეყრება და ელვისებურად გაიელვებენ ხოლმე, ამიტომ თავდაპირველად გაუჭირდება ბევრი, სრულიად განსხვავებული აზრის გახსენება. მაგრამ ერთიდან მეორე სავარჯიშომდე იგი დაინახავს, რომ აზრები უფრო და უფრო ნაკლებად ქაოტური ხდება, წესრიგდება სანამ ბოლოს უკვე რამდენიმე აზრი, თითქოს შორიდან არ ამოტივტივდება ხოლმე ცნობიერებაში.

აზრების ამ კონტროლს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგანაც მაგიურ განვითარებაში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, და ამას ყოველი თქვენგანი მოგვიანებით საკუთარი გამოცდილებითაც აღმოაჩენს. იმ პირობით, რომ ეს სავარჯიშო სრულებითაა დამუშავებული, და რომ ყოველი თქვენგანი პრაქტიკულად დაეუფლა მას, უკვე შეგვიძლია სწავლა განვაგრძოთ.


წყარო:http://magma.ge/

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0