x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"დღეს ჩემი ახალი სიყვარული დაიბადა"- ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ახალი გადაცემის შესახებ წერს, რომლის იდეაც გვარამიას ეკუთვნის, პროდიუსერი კი თავად ნანუკაა.


მისი თქმით, ამ გადაცემის შემდეგ მიხვდა სად წავა, როცა ეთერიდან წასვლა მოუნდება.


"დღეს ჩემი ახალი სიყვარული დაიბადა. ეს გადაცემა ნიკა გვარამიას იდეაა. აქ ნახავთ ხალხს სოფლებიდან, რეგიონებიდან.

მე პირველად ვარ პროდიუსერი და ეს ყოფილა ძალიან საინტერესო. მივხვდი რასაც გავაკეთებ ეთერიდან წასვლა რომ მომინდება. და მგონია რომ ყველაზე კარგი წყვილი დგას ახლა კადრში. ჟურნალისტები ფეისბუქზე გამოცხადებული ვაკანსიებით შევარჩიეთ. საერთოდ ამოუცდელები ამ სფეროში. მაგრამ ძალიან მაგარი ბავშვები", - წერს ნანუკა.


სწორედ აღნიშნულ გადაცემას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც ფეისბუქის პირად გვერდზე.



მან ჟორჟოლიანის პროდიუსერის რანგში მუშაობა შეაფასა და საუკეთესოდ მოიხსენია.


""ესეც ახალი Nanuka Zhorzholiani - ფანტასტიური პროდიუსერი! რაც გინდა დაავალე - უპრეტენზიოდ, უმოკლეს ვადებში და ზეკომფორტულად, უმაღლესი ხარისხით ასრულებს! და მთავარი - უნაკლოა, როგორც გუნდური მოთამაშე!


თერთმეტი ქულა ათი შესაძლებლიდანგადაცემა - პოლიტიკური მეგაშოუ, ნამდვილი!


ps ვის დაკარგვია ჟურნალისტიკა?! პროდაქშენია მეფე, დაოოო!!! "




0
563
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0