x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გიორგი რურუა მისაბაძი ადამიანია... მზად ვართ თავდებში ჩავუდგე“ - დოდო გუგეშაშვილი
image


„მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი წევრი, პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი გიორგი რურუას პატრიოტ და უღალატო თანამებრძოლად ახასიათებს, რომელიც ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. დოდო გუგეშაშვილს ეჭვი ეპარება, რომ აქციებზე გიორგი რურუა იარაღით გადაადგილდებოდა. ის მზად არის ყოფილ თანამებრძოლს თავდებშიც ჩაუდგეს.


„გიორგი არის ნაომარი, ერთ-ერთი მათგანი, ვინც სოხუმიდან ბოლო გამოვედით. ის ყველგან იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს. ის არის ქვეყნის მოყვარული, უღალატო პატრიოტი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დამოკიდებულება ცალკეული მოვლენების მიმართ, მაგრამ გიორგის არაერთი გასაოცარი მამაცობის მაგალითი უჩვენებია სხვებისთვის, როგორც ოჩამჩირეში, ისე სოხუმში. ის იყო ჩვენთან, „მხედრიონში“. ბატონი ჯაბა და გიორგი მამა, მხატვარი ვახტანგ რურუა იყვნენ ახლო მეგობრები.


მე ნაკლებად მჯერა, რომ გიორგი აქციაზე იარაღით ყოფილიყო. სამოქალაქო ცხოვრებაში იარაღით ის არასდროს მინახავს. ის არ არის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი. ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის ეს ვერსია არ არის სარწმუნო. ყველა მებრძოლმა იცის მისი მამაცობის ამბავი, საჭიროების შემთხვევაში პირადად მე მზად ვარ თავდებშიც ჩავუდგე და დარწმუნებული ვარ, ასეა ყველა ჩვენიანი“, - ამბობს „მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი.



შეგახსენებთ, მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მისი საქმე მოსამართლე რომან ხორავამ განიხილა. რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დღევანდელ სხდომაზე მან თქვა, რომ "ამოღებული იარაღი თვალითაც არ უნახავს".


გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ივნისს, სიახლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

4
469
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
469
  
2019, 21 ნოემბერი, 23:39
ერთი შენა ხარ პატიოსანი ადამიანი და მეორე "ჟორჟიკა", მეგრელების სისხლი გცხიათ ორივეს ხელებზე.
შენნაირ გაუნათლებლებს, რომ ურიგებდნენ მარჯვნივ და მარცხნივ წოდებებს ამიტომაც დაიკარგა ნაწილობრივ აფხაზეთი.
პოლკოვნიკიო კაცო!!!!
კაპრალობაც ზედმეტია შენზე....
2019, 21 ნოემბერი, 19:42
რახან ამან თქვა,მაშინ გამოუშვებენ :)
2019, 21 ნოემბერი, 14:43
ნაგავი.
0 1 4