x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა" გამოეხმაურა
imageსაფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმი რამონ კუგარტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისმიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ითხოვს.გაგაცნობთ ესპანელი ექიმის წერილს:

„ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ.

ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილიც დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენ გავიგეთ ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი ექიმის პროფესიით გახლდათ ნაკარნახევი და პაციენტის მონახულება იყო.


უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“.

image

image
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტის დასახმარებლად მიმავალი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა, გაფრინდაშვილს ახალგორის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.


0
213
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0