x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რატომ არ შეიძლება თვითმფრინავში ფეხსაცმლის გახდა?
image
თუ თქვენ თვითმფრინავით ხშირად გიწევთ მგზავრობა, გეცოდინებათ, რომ ფრენას თან ახლავს „ყურების დაგუბება“, გემოს შეგრძნებების ცვლილება და, რაც ყველაზე მეტ დისკომფორტს ქმნის - ფეხების შეშუპება...


image

ფეხების შეშუპების მიზეზი წნევის ცვალებადობა და რამდენიმე საათის მანძილზე გაუნძრევლად ჯდომაა, რასაც სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ვენებში სისხლის დაგუბება მოჰყვება.


ამიტომ ბევრი მგზავრი ფეხსაცმელს იხდის, რათა შვება იგრძნოს.

გამოცდილი სტიუარდესები კი გვაფრთხილებენ, რომ ჯობია, ფეხსაცმლის გახდას მოვერიდოთ, რადგან ფრენის დასრულებისას კვლავ ჩაცმა ძალიან გაგვიჭირდება.



image


კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხზე არ უნდა გაიხადოთ - გარშემო არსებული უამრავი მიკრობია!


„ალბათ, ბევრჯერ გინახავთ, როგორ მოძრაობენ თვითმფრინავის სალონში ადამიანები ფეხსაცმლის გარეშე და წარმოდგენა არ აქვთ, რომ თვითმფრინავი მიკრობებით არის სავსე. გახსოვდეთ, თვითმფრინავის სალონის ხალიჩებს მხოლოდ ადგილზე წმენდენ, თანაც მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია. მაგალითად, თუ ბორტგამცილებელს წვენი დაეღვრება ან კერძით სავსე თეფში დაუვარდება, ის აუცილებლად მოაცილებს ლაქას, თუმცა ხალიჩის დეზინფიცირებას ვერ მოახერხებს. ამას გარდა, ზოგჯერ შეიძლება, ძირს დავარდნილი ჭურჭელი გატყდეს და არსებობს ფეხის დაზიანების შანსი“, - ამბობს ბორტგამცილებელი ლინდა ფერგიუსონი.


image

0
435
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0