საზოგადოება დავით კიკალიშვილი ტელევიზიას დაუბრუნდა - სად ვიხილავთ საკვირაო გადაცემას? 2019, 20 ნოემბერი, 16:28
გიორგი თარგამაძისა და მისი მეუღლის, თათია თოფურიასთან ერთად, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტელეეკრანებს კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი უბრუნდება. ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ტელე-ეთერში სულ მალე დაბრუნდება.
უკვე ცნობილია, რომ ის კვლავაც საკვირაო ტელეგადაცემას მოამზადებს და კვლავაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის იქნება. შეგახსენებთ ახლახან "ფორმულაში" დაბრუნდა გიორგი თარგამაძეც, ხოლო მისი მეუღლე მთავარი არხის დილაში. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ახალი გადაცემა ტვ "ფორმულას" ეთერში ყოველ კვირას გავა და მას დავით კიკალიშვილი გაუძღვება. გადაცემის სახელწოდება უკვე ცნობილია და ამას არხის მენეჯმენტი ადასტურებს. ყოველ კვირას დავით კიკალიშვილის "ფორმულა ევროპიდან" ველით. 744 შეფასება არ არის
|