x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავების სია, რომელთანაც რეჟისორებსა და მათ კოლეგებს მუშაობა არ სურთ

image


ბევრი ცნობილი ადამიანი საკუთარ თავნებობასა და რთულ ხასიათს არც თავისი კოლეგებისგან მალავს, ზოგიერთი კი, პირიქით ყველანაირად ცდილობს, თავი გარშემომყოფებს ანგელოზად მოაჩვენოს, თუმცა რეალურად ყველაფერი ასე არ არის.




რიზ უიზერსპუნი



ეს მშვენიერი ქერა ჰოლივუდელი კინოვარსკვლავი სინამდვილეში არც ისეთი მოკრძალებულია როგორ ერთი შეხედვით ჩანს. როგორც ირკვევა რიზ უიზერსპუნი ხშირად, ადამიანებს პირველივე შეხვედრისას შემდეგი ფრაზით მიმართავს: "და იცით საერთოდ, მე ვინ ვარ?".



image


გარდა ამისა, ერთხელ ვარსკვლავი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისას სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა სიტუაციიდან თავის დასაძვრენად მან იცრუა რომ ის ფეხმძიმედ იყო, შემდეგ კი, განაცხადა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, ვინაიდან ის ამერიკის მოქალაქეა.




ჯენიფერ ლოპესი



image


ამ ლათინოამერიკელის ყველას ეშინია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ასეთ წარმატებული, მკაცრი ხასიათის გარეშე გამხდარიყო. ჯენიფერს ბრძანებების გაცემა ახასიათებს და გარშემომყოფებს ზოგჯერ სრულიად აბსურდულ მითითებებსაც კი აძლევს. პრეტენზიულ პრინცესას ყველა ერიედება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ უდიდეს წარმატებას მან საკუთარი ძალებით, ჯიბეში ერთი გროშის გარეშე მიაღწია.



მაიკლ მაიერსი




image

როგორც ირკვევა, მაიკლ მაიერსი საკმაოდ განებივრებული მსახიობია. ის შეხვედრაზე დროულად არასდროს მოდის და საკუთარი კოლეგების მიმართაც უხეშობით გამოირჩევა. ხოლო ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მას სპეციალურად დაქირავებული ადამიანი ჰყავს, რომელსაც მისთვის შოკოლადი და ტელეფონი მიაქვს.




ზოი დეშანელი



image


თუკი ზოი დეშანელის პიროვნებაზე, მისი პერსონაჟების მიხედვით ვიმსჯელებთ, ის შეიძლება ჰოლივუდის ყველაზე საყვარელ მსახიობად დასახელდეს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით არის. ხშირად კოლეგები გადასაღებ მოედანზე მსახიობის მხრიდან ისტერიულ გამოხტომებსა და არაადეკვატურ ქცევებს უჩივიან, ზოი ასევე მთელ მსოფლიოში გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების მიმართ თავისი უპატივცემულო დამოკიდებულებით გამოირჩევა.



0
702
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
702