x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ულამაზესმა გოგომ, რომელიც ბაზარში თევზეულით ვაჭრობდა, გარეგნობით ყველას ყურადღება მიიპყრო და ვინ აღმოჩნდა ეს გოგონა

image
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ტაივანში, ჩანხუას პროვინციაში თევზეულის ბაზარში თევზეულს ათვალიერებდა, მოულოდნელად მოდელის გარეგნობის ულამაზესი თევზის გამყიდველი გოგო დაინახა. მან გამყიდველს მისი ნებართვით სურათები გადაუღო და ფეისბუქზე ატვირთა შემდეგი სტატუსით: "დედა, დღეიდან ყოველდღე ვიყიდი შენთვის ახალ თევზს".
ახალგაზრდა მამაკაცის სურათებმა საზოგადოების ინტერესი გამოოიწვია და გამოირკვა, რომ ლამაზი თევზის გამყიდველი-ტაივანელი მოდელი, 26 წლის ლიუ პენპენია. იმ დღეს გოგონა ეხმარებოდა დედას. თევზეულით ვაჭრობა მათი ოჯახის მცირე ბიზნესია. გოგონას სურათებმა ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა და მნახველებმა კეთილი სურვილები და კეთილი სიტყვები არ დაიშურეს გოგონას მისამართით კომენტარების სახით.
თავის მხრივ ლიუმ მათ მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ყოველთვის ეხმარება ოჯახს საოჯახო ბიზნესში თავისუფალ დროს, დედის დახლთან მას ამიტომაც ხედავენ ხშირად.

ლიუს დახლთან მუდამ ხალხმრავლობაა, თუ ერთნი თევზს არჩევენ რათა იყიდონ, მეორე ნაწილი დგას და უყურებს თუ რა სწრაფად და მოხერხებულად მუშაობს მოდელი თევზის დახლთან და თუ რა სწრაფად ემსახურება მყიდველებს.
ადგილობრივ ტელევიზიაში თევზეულით მოვაჭრე მოდელზე გაკეთდა სიუჟეტი, სადაც ლიუს დედამ ინტერვიუს დროს ისაუბრა, რომ მისი გოგონა ძალიან ერთგული და მოსიყვარულე შვილია.
ის ბავშვობიდან ეხმარებოდა მას, როგორც კი გამოუჩნდებოდა თავისუფალი დრო, რადგან ხედავდა თუ როგორ იღლებოდა დედა თევზეულის დახლთან მუშაობის გამო.
imageimageimageimageimage




0
2973
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2973