x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა დამანგრეველ მიწისძვრაზე ახალი მონაცემები მოიპოვეს
image


მკვლევართა გუნდმა UC Riverside- ის ხელმძღვანელობით შეიმუშავ ახალი გეომეტრიული მოდელი ჰიმალაის ნაპრალის შესახებ, რომელიც წარმოიქმნა 2015 წელს ნეპალში 7.8 ბალიანი მიწისძვრის შედეგად.


ამ მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 9000 ადამიანი დაიღუპა, 22000 დაშავდა და 600 000 სახლი დაინგრა. ეს ნაპრალი წარმოიქმნება ორი ტექტონიკური, ინდოეთის და ევრაზიული ფილის შეჯახების შემდეგ.


ნაპრალის ახალ მოდელს ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. ამ ცოდნით შეგვიძლია ავხსნათ მიწისძვრის ბუნება და შევაფასოთ ბიძგები, რაც შეიძლება მომავალი დესტრუქციული მიწისძვრის წარმოქმნას ემსახურებოდეს, ამბობს პროფესორი გეოფიზიკოსი აბხიდჯიტ გოში.



2015 წლის მიწისძვრის შემდეგ, გოში და მისი კოლეგები გაემგზავრნენ ნეპალში, რათა შეესწავლათ ნეპალის 45 სეისმომეტრიანი ქსელი. მიწისძვრების, მათი ადგილმდებარეობისა და მასშტაბების შესახებ მონაცემების გარეშე, შეუძლებელი იქნება ნაპრალის უფრო დეტალური შესწავლა.


"ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მიწისძვრებზე დაკვირვება, რათა დადგინდეს, თუ სად მდებარეობს ბიძგების ცენტრი ნაპრალში.ნაპრალის გეომეტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწისძვრის განვითარებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალის ფორმის შესწავლა, თუ როგორ მოძრაობს ქვების ნაკადი სხვა ქანებთან შედარებით მიწისძვრის დროს." განმარტა გოშმა.


გუნდმა დაადგინა, რომ ჰიმალაის ნაპრალი მდებარეობს 2015 წლის მიწისძვრის არეალში, რომელიც პაკისტანიდან მიანმარამდე ( სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო) 1000 კილომეტრზე მეტ სიგრძეზე ვრცელდება.

მას აქვს დუპლექსის ფორმა და შედგება ორი ჰორიზონტალური კომპლექსური სტრუქტურისგან, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან მრავალი ჰორიზონტალური ნაპრალებით.



მეცნიერთა აზრით, ნაპრალში შეიმჩნება ბიძგები. მოსალოდნელია კიდევ ერთი დიდი მიწისძვრის ალბათობა. შემუშავებული მოდელი დაეხმარება ხელისუფლებას მოემზადონ რეგიონში მომავალი სეისმური აქტივობისთვის.


1
752
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
752
  
2019, 19 ნოემბერი, 0:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1