x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბლოგერი მიქაელა სარავია მილიონებს სხეულის ერთი, კონკრეტული ორგანოთი შოულობს

image


თანამედროვე სამყაროში, ფულის შოვნა არც თუ ისე იოლია, თუმცა, მარტივი გზით მისი გამომუშავების მომხრეთა რაოდენობა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება, და მათ ბლოგერები ეწოდებათ.


image


სულ რაღაც, ერთით მეტი "ლაიქისა" და ყურადღების მიქცევის მიზნით ე.წ. ბლოგერები ინტერნეტ სივრცეში საკუთარი გამომწერებისა და თაყვანისმცემლების დაინტერესებას რით აღარ ცდილობენ.


image


უკლებლივ, ყველა ბლოგერი ერთ ფერხულშია ჩაბმული - ზოგი სეგმენტ აუდიტორიას თავის მოვლის ახალ საშუალებებს უზიარებს, ზოგიერთი მათგანი, მელომანებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლის, ზოგიც კი, ინტერნეტმომხმარებლებს ყოველდღიურად, ახალი რეცეპტებით ანებივრებს, და რა უნდა ქნას ფლორიდაში ცხოვრებმა მიქაელა სარავიამ თუკი ბუნებამ მას ფენომენალურად გრძელი ენა უბოძა, რა თქმა უნდა, მან ის, საჯარო განხილვის თემად უნდა აქციოს და მისი წყალობით ბევრი ფულიც იშოვოს.


image


როგორც ცნობილია, ადამიანის სტანდარტული ენის სიგრძემ შეიძლება 9 სმ მიაღწიოს, თუმცა, სავარაუდოდ, მიქაელას ორგანიზმში განვითარებული მთელი რიგი დარღვევების გამო, მისი ენა 16, 5 სმ-მდე გაიზარდა!


image


გოგონამ საკუთარი ანომალია თავის უპირატესობად აქცია და არც შემცდარა. სოციალურ ქსელში პერმანენტულად თავისი გრძელი ენის ფოტოების გამოქვეყნებით, მიქაელამ არა მხოლოდ 2 მილიონი ადამიანის ყურადღების მიპყრობა, არამედ საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავებაც შეძლო.


image


მიქაელა სარავია თავისი გრძელი ენის გარდა, სოციალური ქსელის საშუალებით დიდ ფულს ასევე, "ტვერკინგის" ცეკვითაც გამოიმუშავებს, გოგონასთვის თითოეულ ასეთ პოსტს არც მეტი, არც ნაკლები - 900 დან 3000 დოლარამდე მოაქვს.


image



0
779
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
779