x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბებია, ბებია" - ხმა, რომელიც ბავშვობიდან მომყვება და მაბედნიერებს - ყველასთვის ცნობილი მომღერალი, საზოგადო მოღვაწე და ნათკა ბებოს საყვარელი შვილიშვილი გივიკო დიდია

გივიკო და ნათელა ბებო დღეს ინტერნეტ სივრცეში ერთერთი ყველაზე პოპულარული ბებია-შვილიშვილია. ფოტოებს, ვიდეოებს, რომლებსაც გივიკო ბებიასთან ერთად თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. 'საზოგადოების დიდ გამოხმაურებას იწვევს მათი გასაოცარი ურთიერთობა უამრავ მოწონებას შეფასებას და თბილ კომენტარს იღებს. ბებიები ხომ სწორედ ის ადამიანები არიან რომლებსაც ნებისმიერ დროს შეიძლება მივმართოთ, უარს კი არასდროს არაფერზე გვეტყვიან. მათი სიბრძნე და გამოცდილება უსაზღვროა ასეა ცნობილი მომღერლის ბებიაც ნათკა ბებო როგორც მას თავად მიმართავს რომელიც დიდი სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევა საყვარელი შვილიშვილის მიმართ. გივიკო საყვარელ ბებიასთან ერთად მოგვიყევით თქვენზე სად დაიბადეთ და გაიზარდეთ რა ასაკიდან მღერით და ახლა რას საქმიანობთ?

დავიბადე და გავიზარდე ჩოხატაურის რაიონში, აქ დავამთავრე ნიკო მარის N1საჯარო სკოლა, რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. ვმუშაობ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში. მომღერალი და რაიონული ღონისზიების წამყვანად, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბარ-რესტორნებში რომლებსაც ვალამაზებ მუსიკალურად.

დავბურუნდეთ ბავშობაში როგორი ბავშვი იყავით რა პროფესიაში ხედავდით თქვენ თავს?

აქტიური ბავშვი ვიყავი ძალიან თბილი და მოსიყვარულე, სულ სიმართლის სადარაჯოზე ვიდექი. ყოველთვის სცენაზე ვხედავდი ჩემს თავს

თქვენი და ნათკა ბებოს ურთიერთობა ყოველთვის ასეთი თბილი დამოკიდებულობით გამოირჩეოდა?

ბავშობიდან განსაკუთრებული იყო გარშემო ყველა ამას არნიშნავდა, სულ მის კალთას ვიყავი ჩამოკიდებული. ბებია, ბებია ხმა რომელიც ბავსობიდან მომყვება და მაბედნიერებს.

გაგიბრაზებიათ როგორც შვილიშვილს ბებია?

არასდროს! ყოველთვის "პატარასავით" ვუვლი და ვესიყვარულები.

როგორ აფასებს თქვენს მოღვაწეობას?


რათქმაუნდა დადებითად, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

რომელია თქვენი შემოქმედებიდან მისთვის საყვარელი სიმღერა?

არ ვიცი რატომ, ძალიან უყვარს როდესაც ჩეტო-გვრიტოს ვმღერი.

ბებიასთან ახლო ურთიერთობის გამო ხომ არ გიწევთ უარის თქმა კარიერაში?

ნათისთან ყოფნის გამო ბევრ რამეზე ვთქვი რეალურად უარი, არასდროს ვინანებ პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ რომ ძვირფას დროს უმეტესად მათან ვატარებ.

რა გეგმები გაქვთ კარიერაში ახალ სიმღერაზე ხომ არ მუშაობთ?

არის რაღაც შემოთავაზებები უბრალოდ წინასწარ საუბარი არ მინდა ამაზე, დრო და დრო ყველაფერს გავაგებინებ ჩემს გულშემატკივარებს.

თქვენი სიმღერა "მოგენატრები" დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში და იუთუბზე ათასობით ნახვა აქვს ეს თქვენი პირველი ნამუშევარია თუ არა?

კი. ეს ჩემი პირველი სიმღერაა რომელიც პაატა ყოლბაიამ მაჩუქა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი, ტექსტზე იმუშავა ბიგ თიკოსთან ერთად და ჩაიწერა ქალაქ რუსთავში "პრო აუდიო" სოსო სუხიშვილთან.

სიმღერას ხომ არ უძღვნით ვინმეს?

დაიჯერებთ რომ გითხრათ არაა;

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

არაფერს. ))

რას ეტყოდით თქვენს მსმენელს და გულშემატკივრებს რა სიახლეებს უნდა ელოდნონ თქვენგან?

გეტყვით რომ ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და ამას გრძნობენ ჩემგან, არის სიახლეები და აუცილებლად შევხვდებით ყველგან სადაც მელოდებიან. გივიკო საყვარელ ბებიასთან ერთად

საზოგადოებისთვის პოპულარული და საყვარელი ბებია და შვილიშვილი გივიკო დიდია და ნათელა ბებოimage

0
240
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელა მირუაშვილი
ლელა მირუაშვილი
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0