x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საკულტო მულტფილმის "აბა დამაცადეს" ახალი სერიები გამოვა
image


"სოიუზმულტფილმი" გადაიღებს ცნობილი ანიმაციური სერიალის "აბა დამაცადეს" ახალ ეპიზოდებს, განაცხადა კინოსტუდიის ხელმძღვანელმა იულიანა სლაშჩევამ სანკტ-პეტერბურგში გამართულ კუტურის საერთაშორისო ფორუმზე.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სოიუზმულტფილმი" გადაიღებს 26 ახალ სერიას, რომელიც მიეძღვნება ლეგენდარული ანიმაციური ფილმის 50 წლისთავის იუბილეს, პირველი სერიის გამოსვლა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულის დასაწყისში.

თავის მხრივ ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა მულტფილმის ხელახალი გაშვებას უწოდა "საუკეთესო საჩუქარი უმცროს თაობას".



ამა წლის ივნისში გამოკითხვის შედეგად საბჭოთა მულტფილმი "აბა დამაცადე" დასახელდა ყველა დროის საუკეთესო რუსულ მულტფილმად, რა დროსაც მიიღო რეკორდული ხმების რაოდენობა(65%)


საკულტო მულტსერიალის "აბა დამაცადეს" გადაღება დაიწყო 1969 წელს, დღემდე გადაღებულია 20 სერია, რეჟისორია ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი. როლებს ახმოვანებდნენ ანატოლი პაპანოვი (მგელი) და კლარა რუმიანოვა (კურდღელი).


უკანასკნელი სერიები შექმნილია პაპანოვის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხმის ჩანაწერებიდან ამონაკრეფის მიხედვით. 2005 წელს სტუდია Christmas Films-ში ანატოლი პაპანოვის შვილმა ალექსეი პაპანოვმა გადაიღო „აბა, დამაცადე!“-ს მე-19 და მე-20 სერია.


მულტფილმი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, გამოსულია უამრავი სუვენირები, კომპიუტერული თამაში, 80-იან წლებში გერმანიაში დამზადდა საბავშვო ჭურჭლის სერვისი მულტფილმის გმირების გამოსახულებით, 2010 წელს ნიუეში( კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით) სერიიდან "მულტფლიმის გმირები" გამოსცეს მონეტები მგელის და კურდღლის გამოსახულებით.




2
136
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
2019, 16 ნოემბერი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 ნოემბერი, 14:40
პატარები არ ვიცი, მაგრამ მე სიამოვნებით ვუყურებ) ბოლოს და ბოლოს ამ მულტფილმებზე გავიზარდე))))
0 1 2