x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წადით სახლებში, სინამდვილეში კვორუმი შედგა!!!
ლაშა ბოდაველი CICD

ახლა ან ძალიან ხმამაღლა უნდა ვიცინოდე, ან ორ ქვას უნდა ვეძებდე. პროპორციულ არჩევნებს მრავალი სახიფათო ნიუანსი რომ აქვს არაერთხელ გამოვაქვეყნე და ამაზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ლაპარაკი, მაგრამ ახლა რატომ გვაჯერებს პოზიციაც და ოპოზიციას კანონპროექტის ჩავარდნას ვერ ვხვდები.


პარლამენტის რეგულაცია სამ-მეოთხედიანი კვორუმის შესახებ ავტომატურად ბათილია თუ კონსტიტუციასთან არ მოდის თანხვედრაში.


კონსტიტუციაში ვკითხულობთ:


“კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი"


ახლა მათემატიკაში ვიმეცადინოთ: 150*2:3=100


კანონპროექტმა მიიღო 101 ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფლება მიეცათ მეორე მოსმენაზე გაიტანონ და უკვე მესამე მოსმენაზე პრეზიდენტთან წარსადგენად დასჭირდებათ ის სამი მეოთხედი, რაზეც ახლა წუხან.


ისიც გადასამოწმებელია ამჟამინდელი მდგომარეობით 150 პირი ირიცხება თუ არა პარლამენტის სიაში და შესაძლოა 113ზე ცოტა ნაკლები ხმაც დაჭირდეს მესამე მოსმენას.


შემდგომი პროცესებია დასაცავი და გასაანგარიშებელი, ასე რომ წადით სახლში, კვორუმი შედგა!!!

2
824
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
824
  
2019, 16 ნოემბერი, 0:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 ნოემბერი, 10:35
მეც ეგ არ მიკვირს? რამ გადარია ეს ჩვენი საამაყო ისტებლიშმენტი?)))
0 1 2