x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
ყელბერაშვილი (გვარის ისტორია)
ყელბერაშვილი
(გვარის ისტორია)
გვარის ისტორია სოფელი წედისიდან იწყება, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ისტორიის მიხედვით გვარი ყელბერაშვილი მაისურაძის შტოს მიეკუთვნება, ხოლო მაისურაძის თავდაპირველი ფუძე - გვარი დიდიძეა, რაც ყელბერაშვილების ფუძის საწყის წარმომავლობადაც მოიაზრება. გვარის მაშინდელი წარმომადგენლისთვის დიდიძეობა მეფეს ჩამოურთმევია და თავადვე მიუცია მაისურაძის გვარი. ამის შემდგომ ცხინვალის გზით გორიდან რაჭაში მიუვალ მთებში სოფელ წედისში დასახლებულან. შემდგომ პერიოდში გვარის ფუძე "ყელბერა" პირველად 1721 წელს ჩნდება უკვე თეთრისწყაროს რაიონში, სადაც ყელბერაშვილის გვარის რიცხობრივად ყველაზე მეტი კომლია დასახლებული სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით. ყელთან არის დაკავშირებული გვარები: ყელბერაშვილი, ყელიგრეხაშვილი, ყელღერაშვილი, თავყელიშვილი (თავხელიშვილი), ყელაურიძე და ყელიხაშვილი.
ფიზიკური ნაკლის აღმნიშვნელი სიტყვებისგან არის მიღებული გვარი: ყელბერაშვილი. ის შეურქმევიათ წინაპარისათვის, რომელსაც ყელზე ჩიყვის ამონაზარდი ჰქონია. მეტად სავარაუდოა, რომ ეს გამოუწვეული იყო იმ ფაქტით, რომ რაჭაში იოდის ნაკლებობა აღინიშნებოდა. ილ.მაისურაძის კვლევას ეს ინფორმაცია ფირუზ ყელბერაშვილმა (1939 -2013) მიაწოდა ჩვენი გვარის წამომავლობასთან დაკავშირებით, რომელსაც მამა- პაპისგან ჰქონდა გაგებული ყოველივე, რაც შემდგომში ილ. მაისურაძის ნაშრომებში "ქართული გვარ-სახელები" იკითხება. რაც შეეხება ნაშრომებს ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონისა (1696-1757), რომელიც იყო გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ასე იხსენიებს ყელბერაშვილების გვარს „პირველად იესეს ყმა ღოუბანში იკვეთება 1721 წელს. „ყელბერაშვილი იესე“ – „აქავ კოდაზედ სარდალ-სახლთუხუცის ყმა ღოუბნელი ყელბერას შვილი მამუკა. აქავ ღოუბნელი მეორე ყელბერას შვილი ეგნატე“ .
მისი ჩანაწერებიდან კეთდება დასკვნა, რომ 1721 წელს იესე ყელბერაშვილის სახელთან ერთად ასევე ჩნდება კიდევ ორი სახელი. მაშინდელი ყელბერაშვილი, რომელიც იყო სარდალ-სახლთუხუცესი რაც ნიშნავს, როგორც მდივანბეგს ასევე უფროს მოსამართლეს, ჰყავდა შვილი მამუკა ყელბერაშვილი და ასევე კიდევ ერთი ადამიანის სახელ და გვარზეა საუბარი, რომელიც მოიხსენიება, როგორც ეგნატე ყელბერაშვილი. ისტორიის მიხედვით ასევე ვგებულობთ, რომ 1721 წელს სწორედ ღოუბანში ნახსენები იესე ყელბერაშვილი.1818 წელს კი ღოუბნელი ბეჟანა ყელბერაშვილი ნათლავს ვაჟიშვილს, გლახას. მიმრქმელი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნინია გერმანოზიშვილის მეუღლე მარიამი ყოფილა.
1826 წელს ბეჟანა კენკებაშვილმა კი, რომელიც ღოუბანში ცხოვრობდა მონათლა შვილი იოსები, სადაც მიმრქმელი ყოფილა მისი თანასოფლელი ყელბერაშვილის მეუღლე.
საკმაოდ მცირე ინფორმაცია ერთ-ერთ ყელბერაშვილზე, რომელსაც ზედმეტ სახელად „ყაბულას“ ეძახდენ, რომელიც მაშინ კმაყოფილ კაცს ნიშნავდა. „ყაბულა“ ყელბერაშვილი, რომლის ნამდვილი სახელიც უცნობია სავარაუდოდ 1873 წელს ცხოვრობდა. მისივე პერიოდშია ნახსენები გვარი ყელღერაშვილი, რომლის ფუძეც ასევე მაისურაძეა. აქედან ვასკვნით, რომ სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყელღერაშვილები იგივე ყელბერაშვილები არიან.
ქართველ ეთნოლოგს როლანდ თოფჩიშვილს 2002 წელს „შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის საკითხები“-ის ნაშრომში ღოუბნელი ყელბერაშვილების ქალი ჰყავს ნახსნები, რომელიც 1873 წელს ვინმე კენკებაშვილზე ყოფილა გათხოვილი
1884 წლის დოკუმენტები ყელბერაშვილების გვარიდან კიდევ ორი ადამიანზე გვაწვდის ცნობებს. კერძოდ გიორგი ყელბერაშვილის შვილი ზაქარია ყელბერაშვილი 1884 წელს ცოლად ირთავს სოფელ მაწევანში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ მიხეილ გიორგის ძე ჯაფარაშვილის ასულს ბარბარე ჯაფარაშვილს.
მსგავსი ფუძის გვარებზეც არსებობს ინფორმაციები, როგორიცაა: გრძელყელიშვილი/ყელბერაშვილი, მეტსახელი გრძელყელა შედარება: თავყელაშვილი, ყელბერაშვილი, ყელგრეხაშვილი, ყელღერაშვილი და სხვა.
სოფელ გოლთეთში 1882 წელს თევდორე ბესარიონის ძე გრძელყელაშვილი. გოლთეთი არის სოფელი საქართველოში, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქველო ქართლის პლატოზე მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 880 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 15 კილომეტრით. ისტორიულად 1987-1988 სტიქიით დაზარალებული ლენტეხის რაიონის სოფლებიდან გოლთეთში ჩამოსახლდა 300 ოჯახი და სავარაუდოდ ზემოდ ნახსენები გვარების წარმომადგენლები იყვნენ ისინი გარდა გვარი ყელბერაშვილისა, რომლის ისტორიული წყარო პირველად 1721 წელს იწერება.
1781 აღწერის სიები საკმაო მასალას იძლევა კოდაში მაცხოვრებელ ხალხზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მასზე ჰყვება ისტორიკოსი გურამ მაისურაძე. აღორძინებულ სოფელში საცხოვრებლად მოსულან შემდეგი სოფლებიდან: ხოპისი, ბოგვი, ნახიდური (დღევანდელი არაფრლო მარნ რ-ნი) ტნუსი (დმანისი), ძველი ქვეში საკარა (დმანისი) წიფორი (დმანისი) ანდრია (სოფ. ქცია) ქვეში, ღოუბანი, საღორისი (სოფელი ალგეთში) ანდრია (დმანისი) და ერიტისი.
1823 წლის მონაცემებით ქართულ საყდართან ერთად, სოფელში სომხურმა ეკლესიამ XX საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. მისმა თითქმის საუკენენახევრიანმა „მოღვაწეობამ“ უკვალოდ არ ჩაიარა. ბევრი ქართული გვარი სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოების მქონედ და სომხად მოინათლა, (ჯავახიშვილი, გულასპაშვილი, დათასშვილი, ყვავილაშვილი, ბეჟანიშვილი, პაპაშვილი და სხვა) თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სოფელი კოდა თავადებისა და სამფლობელო სოფელია და დაარსებულია ქართული სოფლების ხარჯზე სომხური ელემენტების ჩასახლებაზე ინფორმაცია არ არსებობს. აქედან დასკვნა, რომ ყელბერაშვილების გვარიდან სარწმუნოება არავის არ შეუცვლია და მართლმადიდებლებად დარჩნენ.
ბევრი აზრი იყო იმასთან დაკავშირებითაც თუ რომელია ყელბერაშვილების საგვარეულო სალოცავი, სადაც ფიქრობდნენ, როგორც ორმოცის ეკლესიაზე ასევე ქრისტეჯვარსა და წვერის წმიდა გიორგიზეც, თუმცა როგორც ირკვევა გვარს არ დრომდე არ აქვს საგვარეულო სალოცავი (ტაძარი).
ყელბერაშვილები ცხოვრობენ: ასურეთი, ბორბალო, თამარისი, თეთრიწყარო, კოდა, კრწანისი, მარნეული, მუხათი, ღოუბანი, ჯორჯიაშვილი, თბილისი, რუსთავი, გორი.
1. იესე ყელბერაშვილი (1721 წელი)
2. მამუკა ყელბერაშვილი (1721 წელი)
3. ეგნატე ყელბერაშვილი (1721 წელი)
4. ბეჟანა ყელბერაშვილი (1818 წელი)
5. გლახა ყელბერაშვილი (1818 წელი)
6. „ყაბულა“ ყელბერაშვილი (1873 წელი)
7. გიორგი ყელბერაშვილი (1884 წელი)
8. ზაქარია ყელბერაშვილი (1884 წელი)
სტატიის ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი.
2019 წელი.kelberashvili
1
143
შეფასება არ არის
ავტორი:გი2გი
გი2გი
143
  
2019, 13 ნოემბერი, 16:31
მისასალმებელია, რომ გვარების ისტორიების გამოქვეყნება დაიწყეთ. ეგებ ჩემი გვპრის თქვენეული ისტორიის მოძიებაც შეძლოთ და გამაცნოთ.
0 1 1