x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გზა ლიდერობისკენ - სასტუმრო "მოქსიში" #GIRLBOSS სპიკერები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ
image




14 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „მოქსიში“ პროექტ "ლურჯი ოკეანის" ახალი გამოცემების: რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #Girlboss“ წარდგენა გაიმართება.


ღონისძიების #Girlboss სპიკერები იქნებიან:


  • შოკო ჩაჩუა - ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორისა“ და “რაბაზარიას“ თანადამფუძნებელი;
  • ქეთა ბაღაშვილი - Beauty Lab-ის დამფუძნებელი, „ჯიტას“ გრანტის მფლობელი, Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი;
  • ნანა ბაგალიშვილი - „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი;
  • ირინე ჭოჭუა - Coaching Lab-ის დამფუძნებელი, სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი.
ღონისძიება მათთვისაა, ვისაც უფიქრია, რომ ვერ შეძლებს იყოს წარმატებული; ან ზედმეტად ამბიციურად მოსჩვენებია საკუთარი სურვილები და არ უცდია მათი ასრულება, რადგან ეგონათ, რომ ამას მაინც ვერ შეძლებდნენ; თუ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და დოგმებს გავლენა მოუხდენია მასზე და მის მიზანდასახულობაზე.



ისტორიები, რომლებსაც ღონისძიებაზე მოსული სტუმრები მოისმენენ, დაარწმუნებთ მათ, რომ მათი შიშები უსაფუძვლოა, ნახავენ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.


სპიკერები, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერები გახდნენ, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მოუყვებიან იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც გადალახეს, მიაღწიეს წარმატებას და გახდნენ #GIRLBOSS-ები.


რაც შეეხება, ბიზნესლიტერატურის ახალ ქართულ თარგმანებს:


სოფია ამორუზოს მსოფლიო ბესტსელერი „როგორ გავხდი #GIRLBOSS“ ავტორის ბიოგრაფიაა, რომელშიც იგი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად.


წიგნში „გონს მოეგე, დაო“ კი რეიჩელ ჰოლისი წერს სხვადასხვა პრობლემაზე, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გულახდილად საუბრობს იმ ტყუილებზე, რომლებსაც საკუთარ თავსაც აჯერებდა და რომლებმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და შეაფერხა მისი წარმატება.


ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა ბილეთების შეძენა: tkt.ge

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/728831360953603/



0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0