x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები აღმოსავლეთ აფხაზეთში, დღეს ტყვარჩელის რაიონში შედის ეს ტერიტორია

image ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ აფხაზეთში ბედიის მონასტერი იყო საკათედრო ანუ საეპისკოპოსო ტაძარი.
ბედიის ცნობილ მონასტერთან ახლოს მდებარეობდა ეპისკოპოსის სასახლე, რომელიც თლილი ქვებით იყო აშენებული და სასახლესთან ერთად თავდაცვითი სიმაგრის ფუნქციასაც თავისუფლად ითავსებდა.
სასახლის ნანგრევები სოხუმიდან 70, ხოლო ოჩამჩირიდან 25 კილომეტრშია, აღმოსავლეთ აფხაზეთში და დღეისათვის ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციაშია მოქცეული.
ისევე, როგორც ბედიის ბრწყინვალე ტაძარი, ასევე სასახლე აგებულია მაღალ ადგილზე, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება.
ჟამთა სიავემ, ბოლშევიკების ქმედებებმა და დრომ სასახლე პრაქტიკულად გაანადგურა, რესტავრაციის გარეშე, უსახურავოდ დარჩენილი სასახლე წვიმამ, თოვლმა და ყინვამ საბოლოოდ იავარჰყო.
თუმცა სასახლის პირველი სართული კარგადაა შემონახული. აქ კარგად ჩანს, თუ როგორი სინატიფითაა გაკეთებული საყრდენი კოლონები. იქვე იყო დარბაზი შეხვედრებისათვის და სატრაპეზო ოთახი.
image სასახლის მეორე სართულზე ასასვლელად გაკეთებული იყო ქვის კიბე, რომელიც დღემდე კარგადაა შენარჩუნებული. სამწუხაროდ მეორე სართული განადგურებულია, სავარაუდოდ მანდ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი ოთახები.
image სასახლის საშენ მასალად გამოყენებულია ფილები, რომლებიც ყველა მხრიდან ყოფილა გაპრიალებული (ცალკე თემაა ამდენი საუკუნის წინ რა ტექნოლოგიას იყენებდნენ ქართველები, ამ რაოდენობის ფილების დასამზადებლად და მით უფრო პრიალა სახის მისაცემად).
სასახლეს შესასვლელი აღმოსავლეთის მხარეს ჰქონდა. ჩანს, რომ სასახლეში შესასვლელი ორნამენტებით ყოფილა დამშვენებული. იქვე შეიძლება ნახოთ, დღემდე კარგად შემონახული წარწერა: "უფალო შეიწყალე ბედიის მიტროპოლიტი ანტონი".
image სასახლის ნანგრევებიდან კარგად ჩანს ბედიის საკათედრო ტაძარი.
image
სამწუხაროდ არც ბედიის ტაძრის და არც სასახლის რესტავრაცია საქართველოს არ ხელეწიფება, რადგან აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

0
84
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
84