x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა მოხდება, კოღოები რომ გაქრნენ – დედამიწა ყველაზე მავნე მწერის გარეშე

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე 107 მილიარდამდე ადამიანი დაიბადა და მათგან, დაახლოებით, 48 მილიარდი — მდედრი კოღოს (მამრები ყვავილის ნექტრით იკვებებიან) მიზეზით დაიღუპა. ეს მწერი, ფაქტიურად, ყველგან არის და ზაფხული ისე არ ჩაივლის, რომ ერთხელ მაინც არ გვიკბინოს. ალბათ, ბევრს უნატრია, რომ ეს საშინელი არსებები ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ გაქრეს. მაგრამ, რა მოხდება, თუ სურვილი ახდება და კოღოები მართლაც გაქრებიან? რამდენად სასარგებლო იქნება ეს ჩვენთვის და პლანეტის ეკოსისტემისთვის?


image


ისე, როგორც სხვა ნებისმიერი არსება, კოღოც ეკოლოგიური სისტემის ერთ–ერთი რგოლი, მისი განუყოფელი ნაწილია და მისი გაქრობა არაერთ ცვლილებას გამოიწვევს ბუნებაში და ჩვენს ცხოვრებაში.


I. გაქრებიან პატარა ზომის მდინარის თევზები


კოღოები წყალსატევებში და მყუდრო გუბურებში მრავლდებიან და მათი ლარვებით ზოგიერთი სახეობის თევზი იკვებება. მაგ., ნაფოტა, კალმახი, გამბუზია. ისინი თუ გაქრნენ, თევზები იძულებულები იქნებიან, ნაკლებად ხელმისაწვდომ, ახალ საკვებს შეეჩვიონ. ბევრი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და ალბათ, დაიღუპება.


II. ვეღარ მივირთმევთ შოკოლადს


კოღოების გაქრობის შემთხვევაში, მცენარეების ერთი ნაწილი სამუდამოდ გაქრება. მათ შორის გაქრება კაკაოც (შოკოლადის ხე – ლათ. Theobroma cacao).

ალბათ იკითხავთ, თუ რა კავშირი აქვს კოღოს და შოკოლადს?

საქმე იმაშია, რომ მამალი კოღოები ამ მცენარის ყვავილის ნექტარით იკვებებიან (სადაც კაკაო არა ხარობს, ის მცენარე გაქრება, რითაც ეს მწერები ინტერესდებიან) და პარალელურად, მათ მტვერავენ.


III. გაუჭირდებათ ფრინველებს


თუ ლარვებით თევზები იკვებებიან, ზრდასრული კოღოები ბევრი ფრინველის, მათ შორის: მერცხლების, ნამგალების, ნარჩიტების და სხვათა საკვებია. მათ გარეშე, ფრინველებს ძალიან გაუჭირდებათ ბარტყების გამოკვება. ისინი შეიძლება გადარჩნენ, მაგრამ კვების რაციონის შეცვლა მოუხდებათ და მათი უმრავლესობა იმ ადგილებში გადავა საცხოვრებლად, სადაც უფრო მეტი მწერი იყრის თავს – სავარაუდოდ, ტყეებში და მდელოებზე.


IV. ირმების შემოსევა


ირმებს ძალიან ეშინიათ სისხლისმწოველი მწერების. არეალებს, სადაც კოღოები ბინადრობენ, ისინი სათოფეზეც კი არ ეკარებიან და თუ ეს მწერები გაქრებიან, ირმებისთვის ბუნებრივი ბარიერი აღარ იარსებებს და ეს ცხოველები, თავისუფალი მიგრაციის წყალობით, ახალ ტერიტორიებს აითვისებენ. შედეგად, ეს საყვარელი ცხოველები მცენარეების და ლიქენების დიდ ნაწილს გაანადგურებენ.


V. დაბინძურდება წყალსაცავები


კოღოს ლარვები წყლის ფილტრაციას ახდენენ. ითვლება, რომ ერთი საათის მანძილზე, მხოლოდ 1 ინდივიდს, დაახლოებით, 1 ლ. წყლის გასუფთავება შეუძლია. ისინი გახრწნილი წყალმცენარეებით იკვებებიან და როდესაც, ჩვენთვის დაბინძურებულ და მათთვის საკვებით მდიდარ წყალს ისრუტავენ, საკვებს იტოვებენ და წყალს უკან აბრუნებენ. ახლა წარმოვიდგინოთ, რა რაოდენობის ასეთი ლარვია წყალში და რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ისინი რომ არა, ყველა წყალსაცავი, რამდენიმე წელში ჭაობად გადაიქცევა.


VI. ადამიანები ნაკლებად იავადმყოფებენ


დაახლოებით, 25 მლნ. ადამიანი თავისუფლად ამოისუნთქებს, რადგან ყოველწლიურად, სწორედ ამდენი ავადდება მალარიით და კოღოების მიერ გადამტანი დაავადებებით.

2017 წ. მონაცემებით, იმ წელს, მხოლოდ მალარიით, 435 000 ადამიანი დაიღუპა.

image

თუმცა, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც გვიკბენს!


ფიქრობთ, თუ კოღოები გაქრებიან, აღარაფერი გვიკბენს? სულ ტყუილად. ამას სხვა მწერები გააკეთებენ: ბუზები, ონავრები, მაწუხელები... რადგან «კონკურებცია» შემცირდება, ეს მწერები უფრო გამრავლდებიან და შემაწუხებლები გახდებიან.

imageimageimageimageimageimageimage










0
580
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0