x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით
image


ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ყო­ველ­წი­უ­რად იმის­თვის იქ­მნე­ბა, რომ ადა­მი­ანს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი კო­დის მი­სა­ღე­ბად წლის ყვე­ლა ციფ­რი უნდა შე­ჯამ­დეს. ანუ 2020 არის: 2+0+2+0=4. მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წლის მთა­ვა­რი ციფ­რი 4-ია­ნია. ნუ­მე­რო­ლო­გი­ა­ში 4-იანი მიჩ­ნე­უ­ლია სა­ი­მე­დო, მყარ, მომთმენ, მშვიდ, პრაქ­ტი­კულ ენერ­გი­ად. 4-იანი მი­წის ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია. წელი გლო­ბა­ლურ ცვლი­ლე­ბებს არ გვპირ­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, არც და­ცე­მა და აღ­მაფ­რე­ნა გვე­ლის. ეს არის მშვი­დი, კონ­ტაქ­ტე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი წელი. ახლა კი დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ 2020 წლის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი:

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სფე­რო

არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და არც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სარ­ბი­ელ­ზე არაფ­რის კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, გა­ამ­ყა­როთ ის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ახლა გაქვთ. მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წელი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გან­ვი­თარ­დეთ, წინ წა­ი­წი­ოთ კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე. კარ­გი წელი ელით მე­წარ­მე­ებს. 4-იანი მათ და­ეხ­მა­რე­ბა მე­თო­დუ­რად და ჯი­უ­ტად მი­აღ­წი­ონ მი­ზანს.


ფუ­ლის სფე­რო

ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, 2020 წელს სა­სურ­ვე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვე­რი­დოთ ფი­ნან­სურ ექ­სპე­რი­მენ­ტებს. შე­მო­სა­ვა­ლი უნდა იყოს პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი. ნუ მო­ინ­დო­მებთ სხვის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბას, ეს კი­დევ უფრო მეტ მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ანს მო­გი­ტანთ.

ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო

ზო­მი­ე­რე­ბა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ყვე­ლა­ზე კარ­გი მკურ­ნა­ლო­ბაა. სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა და ვარ­ჯი­ში, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა და ცოტა მეტი პო­ზი­ტი­ვი, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

დრა­მი­სა და რო­მან­ტი­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პე­რი­ო­დი არაა. 2019 წელი 3-იანს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და ხში­რი იყო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მღელ­ვა­რე­ბა. ასე­თი ბო­ბო­ქა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა, და­ცუ­ლო­ბა და ჰარ­მო­ნია მო­გინ­დე­ბათ. მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წელ­ში და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სწრა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბის­კენ კი არა, უფრო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­კენ აი­ღებს გეზს. 2020 წელს არ გირ­ჩევთ რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტას. უფრო მე­ტიც, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბიც კი შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ვინც მა­ინც გა­და­წყვეტს, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს უნდა და­შორ­დეს, უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ, მარ­ტო­ო­ბა დიდ ხანს გას­ტანს.

რას მო­გი­ტანთ 2020 წელი

ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი შედ­გე­ნი­ლია ციფ­რებ­ზე. თქვენ უნდა იცო­დეთ თქვე­ნი პი­რა­დი ციფ­რი და მას უნდა მი­უ­მა­ტოთ 2020 წლის ციფ­რი - 4-იანი, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ერ­თია. თუ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის ციფ­რი არ იცით ან ჯერ არ გა­მო­გით­ვლი­ათ, მას სულ მარ­ტი­ვად გა­მო­იყ­ვანთ. ამი­სათ­ვის უნდა შეკ­რი­ბოთ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღის, თვი­სა და წლის ციფ­რე­ბი და და­იყ­ვა­ნოთ ის ერ­თნიშ­ნა ციფ­რამ­დე. მა­გა­ლი­თად: თქვენ და­ი­ბა­დეთ 1966 წლის 18 იან­ვარს (იან­ვა­რი პირ­ვე­ლი თვეა და ამი­ტომ 1. თე­ბერ­ვა­ლი იქ­ნე­ბა 2 და ა.შ.). შე­ჯა­მე­ბით თქვე­ნი პი­რა­დი ციფ­რი იქ­ნე­ბა 5-იანი და ის აღა­რას­დროს აღარ შე­იც­ვლე­ბა. მას ყო­ველ­წლი­უ­რად წლის ციფ­რი უნდა და­უ­მა­ტოთ, ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი რომ მი­ი­ღოთ. ახლა კი შევ­კრი­ბოთ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი 1+8+1+1+9+6+6=32. ახლა მი­ღე­ბუ­ლი ციფ­რი და­ვიყ­ვა­ნოთ ერ­თნიშ­ნა ციფ­რამ­დე: 3+2=5. მი­ღე­ბუ­ლი ციფ­რი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 9-იანს, რად­გან ნუ­მე­რო­ლო­გი­ურ გა­მოთ­ვლა­ში მხო­ლოდ 1-დან 9-მდე ციფ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. თუ პი­რა­დი ციფ­რი­სა და წლის ციფ­რის მი­მა­ტე­ბით ორ­ნიშ­ნა რი­ცხვი მი­ი­ღეთ, შეკ­რი­ბეთ ისიც და ერ­თნიშ­ნამ­დე და­იყ­ვა­ნეთ.

ახლა კი ნა­ხეთ რა გე­ლით ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზით მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წელ­ში:

  • 1. ერ­თი­ა­ნებს ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, მომ­დევ­ნო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი გე­ლით. ერ­თი­ა­ნი ენერ­გი­უ­ლი, ძლი­ე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია. მათ უჭირთ სხვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბა. ხში­რად სა­ოც­რად კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხდე­ბი­ან თვის სფე­რო­ში. 2020 წელს ერ­თი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ არ მო­ი­წყენთ. სიმ­შვი­დემ შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვე­ბი მო­გი­შა­ლოთ. ამი­ტომ ზოგ­ჯერ თა­ვად­ვე იქ­ნე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი. სამ­სა­ხურ­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვა. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ და­ას­რუ­ლოთ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი. მთა­ვა­რია, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის ტი­რა­ნის როლი არ მო­ირ­გოთ და აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მებს თავს ვერ და­აღ­წევთ.

  • 2. ორი­ანს ოთხი­ან­თან ბევ­რი რამ აკავ­ში­რებს. ორი­ა­ნი სი­მეტ­რი­ის, თა­ნას­წო­რო­ბის, სიმ­შვი­დის სიმ­ბო­ლოა. ორი­ა­ნე­ბი რბი­ლი და ტაქ­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. კარ­გად გრძნო­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბას, გულ­კე­თი­ლე­ბი არი­ან მათ მი­მართ. მათი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მშვი­დო­ბაა. ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან, როცა სიმ­შვი­დეს, კომ­ფორ­ტს ურ­ღვე­ვენ. არა­ვის რთა­ვენ ნე­ბას მათ პი­რად სივ­რცე­ში უხე­შად შე­იჭ­რან. მუდ­მი­ვად ის­წრაფ­ვი­ან წო­ნას­წო­რო­ბის­კენ. 2020 წელი სიმ­შვი­დეს და და­დე­ბით ემო­ცი­ებს გპირ­დე­ბათ. შეძ­ლებთ გა­ცუ­როთ დი­ნე­ბას­თან ერ­თად, არ გექ­ნე­ბათ იმის შიში, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ი­რი­ყე­ბით ნა­პირ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ნუ მო­ით­მენთ, როცა ვი­ღაც თქვენ­ზე ცუდს ამ­ბობს, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხელს გიშ­ლით. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი თუ არ მო­აგ­ვა­რეთ, სუ­ლი­ერ წო­ნას­წო­რო­ბას და­გირ­ღვევთ.

  • 3. სა­მი­ა­ნი ოპ­ტი­მის­ტე­ბის ციფ­რია. მათ უშ­რე­ტი ენერ­გია აქვთ. უდარ­დე­ლი, არ­ტის­ტუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი არი­ან, უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­საც კი ენერ­გი­უ­ლად აგ­ვა­რე­ბენ. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ადრე თუ გვი­ან წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ. უბ­რა­ლოდ, მოთ­მი­ნე­ბით უნდა აღი­ჭურ­ვონ. სა­მი­ანს შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნი-დღე­სას­წა­უ­ლი ვუ­წო­დოთ, მათ მო­წყე­ნი­ლებს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის დრო­საც კი ვერ ნა­ხავთ, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იპო­ვი­ან პო­ზი­ტივს და იმ­ხი­ა­რუ­ლე­ბენ. ამ თვი­სე­ბის გამო, ხში­რად ექ­ცე­ვი­ან გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. 2019 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თით­ქმის იდე­ა­ლუ­რი გქონ­დათ 2020-ში უნდა იმუ­შა­ოთ, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ის სი­მაღ­ლე, რა­საც მი­აღ­წი­ეთ. მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხა შანსს მოგ­ცემთ, რომ გა­ა­ფარ­თო­ოთ ბიზ­ნე­სი. და­წი­ნა­ურ­დეთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი არა­ფე­რი გე­ლით. მთა­ვა­რია, ახ­ლობ­ლებს იმა­ზე მეტი არ მოს­თხო­ვოთ, ვიდ­რე მო­ცე­მა შე­უძ­ლი­ათ.

  • 4. ოთხი­ა­ნე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბას მი­ეჩ­ვივ­ნენ. მათ მოს­წონთ მი­წა­ზე მყა­რად დგო­მა. არი­ან ამ­ტა­ნე­ბი, მშვი­დე­ბი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი. მოს­წონთ ნას­წავ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა. ად­ვი­ლად პო­უ­ლო­ბენ სა­ერ­თო ენას ნე­ბის­მი­ერ კო­ლექ­ტივ­ში. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის ოთხი­ა­ნი სი­ტყვის კა­ცია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ 2020 წელს შრო­მა და დას­ვე­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სოთ. 2020 წლის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი წარ­მა­ტე­ბას გპირ­დე­ბათ ყვე­ლა იმ საქ­მე­ში, რა­საც ხელს მო­კი­დებთ. კარ­გი წე­ლია თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის. მთვა­რია, სწო­რად გათ­ვა­ლოთ თქვე­ნი ძა­ლე­ბი.

  • 5. ხუ­თი­ან არ უყ­ვარს სი­ტყვე­ბი: "არ შე­იძ­ლე­ბა" და "შე­უძ­ლე­ბე­ლია". ის არის ანა­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს და სამ­ყა­როს გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლუ­პით უყუ­რებს. ხუ­თი­ა­ნი დაგ­მობს წე­სებ­სა და კა­ნო­ნებს, თუ ისი­ნი მას სუ­ლე­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტი­ვად აბა­მენ კონ­ტაქ­ტებს, სი­ა­მოვ­ნებთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რე­ბი. მათ ხა­სი­ათ­ში სამი მთა­ვა­რი უარ­ყო­ფი­თი მო­მენ­ტი აქვთ: უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ფეთ­ქე­ბა­დო­ბა და სწრაფ­ვა ჰე­დო­ნიზ­მის­კენ. 2020 წლის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ხუ­თი­ა­ნებს გირ­ჩევთ: მარ­ტო ყვე­ლა საქ­მეს ვერ გა­უმკლავ­დე­ბით, გვერ­დით და­ი­ყე­ნეთ სა­ი­მე­დო და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წელ­ში ყვე­ლა­ზე თა­მა­მი იდე­ე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ფი­ნან­სე­ბი­სად­მი. ინ­ვეს­ტი­ცია და წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. მარ­ტო­ხე­ლა ხუ­თი­ა­ნებს შან­სი მი­ე­ცე­მათ მო­ი­წყონ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და იპო­ვონ პარტნი­ო­რი ხან­გრძლი­ვი და ბედ­ნი­ე­რი კავ­ში­რის­თვის.

  • 6. ექ­ვსი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი ციფ­რია მათი, ვი­საც შეგ­ვიძ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნი, თვით­შე­წი­რუ­ლი და სუფ­თა ადა­მი­ა­ნი ვუ­წო­დოთ. ამ თვალ­საზ­რი­სით ისი­ნი კე­თილ­შო­ბილ რა­ინ­დებს ჰგვა­ნან, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სა­კუ­თარ თავს სწი­რა­ვენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბით ექ­ცე­ვი­ან გარ­შე­მო მყო­ფებს და სუ­ლით ხორ­ცამ­დე ალ­ტრუ­ის­ტე­ბი არი­ან. ექ­ვსი­ან­საც აქვს ხა­სი­ათ­ში უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი: მას ხან­და­ხან თავ­ხე­დო­ბა ახა­სი­ა­თებს, ესეც და­ჩაგ­რუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. 2020 წელი ექ­ვსი­ა­ნებს მო­უ­ტანს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ. ზო­გი­ერ­თე­ბი ჰო­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­და­აქ­ცე­ვენ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი გლო­ბა­ლურ ცვლი­ლე­ბებს ნუ ელით. სიმ­შვი­დე და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე წელი გე­ლით.

  • 7. შვი­დი­ა­ნებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის წელი და­გიდ­გათ. მუ­დამ ლო­გი­კუ­რად იაზ­როვ­ნებთ და კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზებთ მოვ­ლე­ნებს. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის სიბ­რძნის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ხართ. ამი­ტომ რჩე­ვის­თვის ხში­რად მო­გა­კი­თხა­ვენ. შვი­დი­ა­ნი ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ინ­ტრო­ვერ­ტი­ვით მო­იქ­ცეს. შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან გან­მარ­ტო­ე­ბა დიდი ხნით გა­გიგ­რძელ­დეთ. მათ არ მო­ე­რი­დე­ბათ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის უხე­შად გაკ­რი­ტი­კე­ბა, ხალ­ხის მა­სას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა. ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თულ, დი­ნა­მი­კურ 12 თვეს გპირ­დე­ბათ. ახლა აჩ­ქა­რე­ბა და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ გარ­გებთ. შვი­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. ზო­გი­ერ­თი დიდი ხნის წინ და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს და­ას­რუ­ლებს. ეცა­დეთ, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ გრძნო­ბა თქვენ­თვის სიმ­პა­თი­უ­რი ადა­მი­ა­ნი­სად­მი.

  • 8. რვი­ა­ნი ბუ­ნე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლის­ტი პი­როვ­ნე­ბაა. მათ ხში­რად აქე­ბენ სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის, კარ­გად წარ­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის. მათ შე­უძ­ლი­ათ მიზ­ნებს მი­აღ­წი­ონ. მათ კე­თი­ლი ტყუ­ი­ლის თქმა არ ახა­სი­ა­თებთ, სი­მარ­თლეს ყველ­გან იტყვი­ან, რო­გო­რი მტკივ­ნე­უ­ლიც არ უნდა იყოს. ზოგ­ჯერ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რთუ­ლია, რად­გან ამა­ყე­ბი და ქედ­მაღ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მშვიდ წელს გპირ­დე­ბათ. მთა­ვა­რია, თა­ვად შე­ა­ნე­ლოთ ტემ­პი, გა­მო­ნა­ხოთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის, ძა­ლე­ბის და­ზოგ­ვის­თვის. მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხა კა­რი­ე­რა­ში და­წი­ნა­უ­რე­ბას გპირ­დე­ბათ. ამას­თა­ნა­ვე, მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ახ­ლობ­ლე­ბის გვერ­დით, მათ პრობ­ლე­მებ­ზე კი თვალს ნუ და­ხუ­ჭავთ.

  • 9. ცხრი­ა­ნე­ბი გარ­შე­მო მყო­ფებს ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზით ხიბ­ლა­ვენ. რბი­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ. ეს მედ­ლის ერთი მხა­რე იყო. მე­ო­რე მხა­რე კი გვამ­ცნობს, რომ ცხრი­ა­ნებს უყ­ვართ მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტი­ზე­ბა, უჭირთ გრძნო­ბე­ბის კონ­ტრო­ლი. ხან­და­ხან გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის ძნე­ლია მათი გა­გე­ბა და მი­ღე­ბა. 2020 წელი საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თულ წელს გპირ­დე­ბათ. წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­და­გე­ღო­ბე­ბათ, მაგ­რამ მათ ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად გა­და­ლა­ხავთ. კონ­ცენ­ტრა­ცია მო­ახ­დი­ნეთ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე. ახალ წა­მო­წყე­ბებ­ში ახ­ლობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი გქონ­დეთ.

    ასევე ნახეთ:


  • რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


    ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
9435
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
9435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0