x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
კურიერს რომ 1% აქვს რეიტინგი და მოამბესთან აგებს, უნდა დახვრიტოთ პატასალია და ნინო შუბლაძე?
image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის რეიტინგის შესახებ წერს.


"ესე იგი, ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო (ჯერ ერთი ვინ გეკითხებათ, მეორეც, მთლად 44 ქონდა, მარა შევეშვათ).


და 9 საათიან კურიერს რომ თბილისში 1% აქვს რეიტინგი და მთელი საქართველოს საშუალოთი მოამბესთან 1%ს რომ აგებს (3% მოამბე 2% კურიერი, ორივე 9ზე), მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე?



ps არა და, რამდენი დავცინეთ თავის დროზე მოამბე რომ კურიერს დაასვეს 9ზე. თურმე მაგათ ცოდნიათ ყველაზე ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილება", - წერს ნიკა გვარამია.


რაც შეეხება ქართული სატელევიზიო არხების ბოლო შემაჯამებელ რეუიტინგებს, ამ დროისთვის, არხების ყოველკვირეული რეიტინგი ასეთია:


იმედი –– 21, 91%

რუსთავი 2 –– 13, 37%

ჯი-დი-ეს –– 8, 11%

მთავარი არხი –– 7, 92%

საზოგადოებრივი არხი –– 6, 62%

ტვ პირველი –– 4, 14%

კომედი არხი –– 3, 47%

ფორმულა –– 1, 11%

კავკასია –– 0, 92%

(რეიტინგი ასახავს 7–13 ოქტომბრის მონაცემებს)

* * *

ამას გარდა, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის პოსტს აქვეყნებს და იქვე, თავადაც წერს.


ეკა კვესიტაძე: "Paata Salia არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა "რუსთავი 2-"-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ "რუსთავი 2" არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!"


ნიკა გვარამია: "ჩემი საპენსიო თანხაც ამწაპნეს, 5000 ლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ დარჩენილ სახელფასო ვალდებულებაზე - 110.000 ლარზე. Tamila Gvelesiani ალო, ექვსმაგი ხელფასით ხალხის დამბოლებლებო, ჯერ დავალიანება რო გაიატუმროთ, არ ჯობია? მერე ყადაღას მომიზეზებით არც იმ ექვსმაგებს არ გასცემთ, ჩვენსას კი არა. არა და, მაინც მოგიწევთ. EBUს ყადაღას თქვენს ქონებაზე, ჩემი მოყვება მალე - აქ ნათქვამს პლიუს 5 მილიონიან დოლარიანი საკონტრაქტო ვალდებულება"

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0