x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსული გვარდიის მებრძოლი მეწამული ბერეტის მისაღებ გამოცდაზე კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა

image რუსულ გვარდიაში პრესტიჟული მეწამული ფერის ბერეტის მისაღებად ტარდება სხვადასხვა სახის გამოცდები, მათ შორის გვარდიის ინსტრუქტორებთან ხელჩართული ბრძოლის ჩათვლით.
სწორედ ერთერთ ასეთ, ფიზიკური მომზადების გამოცდაზე გვარდიის ინსტრუქტორთან ჩხუბის დროს გვარდიელი რამდენიმეჯერ დაეცა, თანამებრძოლებმა ყვირილი დაუწყეს თანადგომის მიზნით: ადექი, ადექი!
მებრძოლი რამდენიმეჯერ ადგა, ინსტრუქტორმა იფიქრა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებდა და დარტყმები გააგრძელა. შედეგად მებრძოლი უკვე საბოლოოდ წაიქცა.
ინსტრუქტორების და თანამებრძოლების შეძახილების მიუხედავად მებრძოლმა წამოდგომა ვერ შესძლო, გვარდიელები და ოფიცრები მასთან მივარდნენ, მაგრამ 34 წლის გვარდიელი უკვე კომაში იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა-მებრძოლი დაიღუპა.
რუსული გვარდიის მებრძოლმა ულან-უდედან, რომელმაც მოასწრო რამდენიმეჯერ ყოფილიყო "ცხელ წერტილებში" და მამაცობისათვის მიეღო რამდენიმე მედალი და სიგელი, გვარდიელისათვის საპატიო მეწამული ბერეტის მისაღებად გვარდიის გამოცდილ ინსტრუქტორთან გამართული ორთაბრძოლისას რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თითქმის შეწყვიტა წინააღმდეგობა, მიუხედავად ამისა მას ხელით აყენებდნენ ფეხზე და ის ახალ და ახალ დარტყმებს იღებდა, რამაც მებრძოლი საბოლოოდ იმსხვერპლა კიდეც.
"როცა მეწამული ბერეტის მისაღებად მოდიხარ, უნდა იცოდე, რომ ეს მხოლოდ გამოცდა არაა, ესაა ომი"-განაცხადა რუსეთის გვარდიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და ნათესავებს.

+14

0
330
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
330