x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ ყიდულობენ არასრულწლოვანი გოგონებისთვის პიკანტურ თეთრეულს, ნახევრადშიშველი ფოტოების გადასაღებად (ვიდეო)

image
"მთავარი არხის" გადაცემა "პოსტფაქტუმი" ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ყიდულობენ სექსუალური ხასიათის ვიდეო და ფოტოგადაღებისთვის აუცილებელ სამოსს პორნოინდუსტრიაში ჩართული ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეები.


შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი-აშშ-ის ერთი მოქალაქე, ავსტრალიის ერთი მოქალაქე, და საქართველოს ცხრა მოქალაქე სექტემბერში დააკავა.


გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. მათივე ცნობით, ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0