x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ლონდონური ჩაქუჩი" - 145 მილიონი წლის არტეფაქტი?


1934 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ტექსასის შტატის ქალაქ ლონდონში აღმოჩენილ იქნა ჩაქუჩი, რომელიც ჩაქვავებული იყო ქანში, რომელიც გეოლოგებმა ცარცული პერიოდით, 145-100 მილიონი წლით დაათარიღეს. გლენ ჯეი კუბანი (Glen J. Kuban) ცნობილი მქადაგებელი სკეპტიციზმისა, როდესაც ასეთ არტეფაქტებზე მიდგება ხოლმე საქმე, აცხადებს, რომ ქანი მართლაც შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც 100 მილიონი და მეტი წლისაც არის, მაგრამ ჩაქუჩის გარშემო შესაძლოა არ ფორმირებულიყო ამხელა დროის წინო. ზოგიერთ შემთხვევაში კირქვა ფორმირდა ისეთი არტეფაქტებს გარშემოც კი, რომელიც ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში იყო დამზადებულიო, აცხადებს იგი. კონკრეციები გამყარებული მინერალური მასებია. ამის საპირისპიროდ არტეფაქტით დაინტერესებული კიდევ ერთი ცნობილი მკვლევარი კარლ ბაუგი (Karl Baugh) აცხადებს, რომ ჩაქუჩის ტარი, რომელიც დამზადებულია ხისგან, გადაქცეულია ქვანახშირად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილად ათეულობით მილიონი წლისაა ხსენებული არტეფაქტი. ხოლო რც შეეხება ჩაქუჩის მეტალის თავს, მისი ქიმიური შემადგენლობა ძალიან უცნაურია. კრიტიკოსები ითხოვენ, რომ მეტი დამოუკიდებელი კვლევა ჩატარდეს და არაერთხელ, სხვადასხვა ჯგუფის მიერ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მიუკორძოებლად დადგინდეს საბოლოო სიმართლე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ამგვარი ტესტირებები დღემდე ჩატარებული არ გახლავთ.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
477
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
477
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1