x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალგაზრდა ქალი, სახიფათო სელფის გამო, საკრუიზო ლაინერიდან გააძევეს
image
სელფომანიას საზღვარი აღარ აქვს, სელფით შეპყრობილი ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, რაც შეიძლება ეფექტური ფოტოები გადაიღონ, ატვირთონ სოციალურ ქსელში, გააოცონ მეგობრები, თვითონ კი "ლაიქებით" და ქათინაური კომენტარებით დატკბნენ.


ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean Allure of the Seas-ზე მოგზაურობის დროს გადავიდა აივნიდან, გემის კიდეზე დადგა და ცისფერ საცურო კოსტუმში გამოწყობილმა ოკეანის ფონზე სელფი გადაიღო.

image

ამ ამბავის მოწმე გახდა ერთ-ერთი მგზავრი, -პიტერ ბროსიჩი, რომელმაც ფოტო გადაუღო ქალს და ინციდენტის შესახებ გემის მომსახურე პერსონალს აცნობა, რომელმაც სასწრაფოდ სტაფ-კაპიტანი გამოიძახა, მათ უცებ დაადგინეს კაიუტის ნომერი და ქალის ვინაობა, რის შემდეგაც ქალს განუცხადეს, რომ იგი დატოვებდა ხომალდს პირველსავე პორტზე, იგი ფალმუტში(იამაიკა) ჩამოსვეს.


image

მოცემული ტრუკი სრულიად ეწინააღმდეგება გემის შიდა განაწესს, რომელიც ვალდებულია ყველა მგზავრმა დაიცვას.


"ასეთი არანორმალური საქციელით, ადამიანები არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს იგდებენ საფრთხეში, არამედ იმათიც, ვინც მას უნდა უშველოს"-აღნიშნულია განცხადებაში.



პიტერ ბროსიჩმა კი ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"აბსოლუტური იდიოტი, თქვენ არ გადავარდებით გემიდან, თუ ამ ქალივით არ მოიქცევით."



ზოგიერთისთვის ასეთი ექსტრემალური ფოტოს გადაღება სამწუხაროდ ფატალურად მთავრდება, 2011 წლიდან 2017 წლამდე მარტო სელფის გადაღების დროს დაიღუპა 259 ადამიანი.ხოლო 2000 -დან 2018 წლამდე საკრუიზო ლაინერებიდან უგზო-უკვლოდ გაქრა 200 ადამიანი, (მათ შორის ალბათ ასეთი სელფის გადაღების დროს გადავარდნილებიც იქნებიან)ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში გემის ბორტიდან გადავარდნილებიდან, მხოლოდ 25%-ის გადარჩენა მოხერხდა.

2
260
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
260
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 ოქტომბერი, 19:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2