x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რაზე შეთანხმდნენ თურქეთი და ამერიკა და ვინ არის გამარჯვებული?

image

როგორ ავხსნათ შეთანხმება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიაღწია?

საინტერესოა ისიც, რომ გუშინ ანკარაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გარდა იმყოფებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიანი და შეერთბული შტატების საგანგებო წარმომადგენელი სირიაში ჯეიმს ჯეფრი. შეხევდრებს ბუნებრივია ესწრებოდა ამერიკის ელჩი ანკარაში დევიდ სატერფილდი.


რაც შეეხება თურქეთის მხარეს, შეხევდრაში ამერიკელი პოლიტიკოსების კოლეგები იღებდნენ მონაწილეობას.

იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ ამ
შეკითხვას, მასშტაბურად უნდა შევხედოთ იმას, რაც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 9 ოქტომბრის შემდეგ მოხდა.


ყველასთვის ცხადი ხდება, რომ სირიაში სამოქალაქო ომი და კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება (თუ არ ჩავთვლით მცირე საფრთხეებს, რომელიც საერთო სურათზე დიდ გავლენას, ჩემი აზრით, ვერ იქონიებს. ეს შეიძლება იყოს სირიის ოპოზიციისგან მომდინარე საფრთხე ან "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული შიშები, თუმცა ძნელი წარმოსადგენია დღევანდელ რეალობაში რომელიმემ ბაშარ ასადის ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნას, მით უმეტეს, გაზრდილი რუსული მხარდაჭერის ფონზე). კონფლიქტის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ჩნდება კითხვა - როგორ უნდა მორიგდნენ ერთმანეთში რეგიონული მოთამაშეები, რომელთაც ემატება შეერთებული შტატები?

ყველა მხარეს საკუთარი მოთხოვნები აქვს:


1. სირიის ხელისუფლებისა და რუსეთისთვის სირიის მთლიანობის აღდგენა და აქ სტაბილურობის დამყარებაა. დაახლოებით იგივეა ირანის ინტერესებიც;
2. თურქეთისთვის საკუთარი სამხრეთის საზღვრის "გაწმენდა" ქურთული დაჯგუფებებისგან, განსაკუთრებით კი "სახალხო თავდაცვის ძალებისგან". ამ დანაყოფის მებრძოლები "სირიის დემოკრატიული ძალების" შემადგენლობაშიც შედიან. "სირიის დემოკრატიული ძალები" კი ამერიკის მოკავშირეები იყვნენ.

3. შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაციისთვის ამერიკული ჯარების გამოყვანა სირიიდან არსებითად მნიშვნელოვანია. ეს ორი მიზეზით აიხსნება: იხილეთ ვრცლად
2
356
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
356
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 ოქტომბერი, 20:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2