x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დასახელდა "დედ ჰასანის" მკვლელობის შემკვეთი
image

რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა თითქმის დაასრულა კრიმინალური სამყაროს მეფის, ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" მკვლელობის საქმე, იუწყება გამოცემა Росбалт-ი.


გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის ორგანიზატორია კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე(მერაბ სუხუმსკი) რომელიც ძალიან მტრობდა დედ ჰასანს.

იტალიელმა კარაბინერებმა გამოძიებას მიაწოდეს მერაბ სუხუმსკის იტალიაში ყოფნის დროინდელი ფარული ჩანაწერი, რა დროსაც ერთმანეთში საუბრობენ სუხუმსკი და ტარიელ ონიანი, სადაც სუხუმსკი ასლან უსოიანთან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს


ტარიელ ონიანი კი პასუხობს:"მოახდინეთ მისი ანულირება და ყველა პრობლემა მოიხსნება."


სწორედ ამ საუბრის შემდეგ სუხუმსკი დედ ჰასანის მკვლელობის ორგანიზებას ახდენს.

არსებობს კიდევ ერთი წყარო, რამაც დააჩქარა უსოიანის მკვლელობის საქმის გახსნა, ეს არის ტაგანსკის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმე, გაირკვა, რომ სწორედ მას მიეკუთვნებოდა უხმო ავტომატი вал, რითაც მოკლეს კრიმინალური სამყაროს მთავარი მაფიოზი, აღსანიშნავია, რომ ამავე ავტომატით მოკლეს 2009 წელს კანონიერი ქურდი ანდრეი გოლუბევი(სკიფი)



შეგახსენებთ, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი უპირველესი მაფიოზი ასლან უსოიანი 2013 წლის 16 იანვარს მოკლეს მოსკოვში რესტორან "ძველი ფაეტონის" ეზოში.


მთავარი ფოტო მერაბ სუხუმსკი

3
1617
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1617
  
2019, 20 ოქტომბერი, 1:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 ოქტომბერი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 ოქტომბერი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3