x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
19 წლის გოგომ ჩვილი შვილი ჯერ სცემა, მერე მიატოვა და პაემანზე წავიდა
image

უკრაინაში როვენსკის ოლქში 19 წლის ახალგაზრდა დედამ ტირილის გამო ჯერ სცემა 1 თვის ჩვილი, შემდეგ კი მიატოვა 24 საათით.


სოციალურ საერთო საცხოვრებელში, სადაც ბინადრობდა ახალგაზრდა ქალი, მეზობლებს ბავშვის განუწყვეტელი ტირილი შემოესმათ,


ოთახში შესულებმა აღმოაჩინეს ჩვილი, რომელსაც სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, სდიოდა სისხლი და ბავშვი ძლივღა სუნთქავდა.



ბავშვი ოლქის საავადმყოფოშო გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა დაუდგინეს თავის ქალის ტრავმა, იგი ამჟამად რეამინაციის განყოფილებაში წევს.


სამართლადამცავებმა მოძებნეს ჩვილის დედა, იგი უარყოფდა შვილის ცემას, ამბობდა დასთან ვიყავი, მიხმარება მთხოვა რაღაცებზეო, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ვეღარ აიტანა ბავშვის ტირილი და სცემა, ისიც გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალი დასთან კი არა, მამაკაცთან გაიქცა პაემანზე და ღამე სახლში არც დაბრუნებულა.


გაირკვა ისიც, რომ გოგონას კიდევ ჰყავს 3 წლის ბიჭი, რომელიც ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი, ამასთანავე იგი სოციალურ სამსახურში აღრიცხვაზეა აყვანილი.


19 წლის დედას 6 წლიანი პატიმრობა ელოდება, ასევე დედობის უფლების ჩამორთმევა, იუწყება უკრაინული სააგენტო УНИАН.



0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0