x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს
image

და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მარ­ტი­ვი, რო­გორც დღე­საა, რად­გან ციფ­რულ ერა­ში ვცხოვ­რობთ და ინ­ტერ­ნე­ტი უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვთა­ვა­ზობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის რის­კი იმ­დე­ნად დი­დია, რომ უმ­ჯო­ბე­სია, სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტის გა­რე­შე სა­კუ­თარ თავს დი­აგ­ნო­ზი მა­ინც არ და­ვუს­ვათ.


ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა კი თა­ვა­დაც კარ­გად უნდა შე­ვის­წავ­ლოთ, რომ მისი მარ­თვა შევ­ძლოთ. იმის გამო, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის საფრ­თხის ქვეშ ვართ, უმ­ჯო­ბე­სია, სან­დო წყა­რო­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. აშშ-სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ამის ტრა­დი­ცია დიდი ხა­ნია, დამ­კვიდ­რდა.


აშშ-ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ჰარ­ვარ­დის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის ექი­მე­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი გზამ­კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს და­ა­ვა­დე­ბის შეს­წავ­ლა­სა და მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა წიგ­ნებ­მა იმ­დე­ნად დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ იტა­ლი­უ­რად, ეს­პა­ნუ­რად და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რა­დაც ითარ­გმნა და ევ­რო­პა­ში დიდი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცე­მა. მალე, გზამ­კვლე­ვის 8 ტომი ქარ­თულ ენა­ზეც გა­მო­ი­ცე­მა და მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მებს, დეპ­რე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ სხვა და­ა­ვა­დე­ბებს დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს, მათი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი და მარ­თვის პრო­ცე­სი შე­ის­წავ­ლოს.


გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ცე­მად უკვე ემ­ზა­დე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 11 ნო­ემ­ბერს „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა და სრუ­ლად მი­ე­ძღვნე­ბა გუ­ლის პრობ­ლე­მებს, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თინა ასა­თი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა.


მისი თქმით, მო­ხა­რუ­ლია, რომ ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ტო­მე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. წიგ­ნე­ბის თარ­გმნის ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბას დრო დას­ჭირ­და. ასე­ვე სა­ჭი­რო იყო „ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ლი­ცენ­ზია მისი ლო­გო­სა და სა­ხე­ლის გა­მო­ე­ყე­ნე­ბით­ვის, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ყვე­ლა ეს უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.


„თი­თო­ე­ულ წიგნ­ზე „ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის“ 30-დან 50-მდე სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს. ამას­თან, ისი­ნი პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბი არი­ან. აშშ-სა და ევ­რო­პა­ში წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს გზამ­კვლე­ვი ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. გა­მო­ცე­მა სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლია იმით, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვი, გა­სა­გე­ბი ენით არის ახ­სნი­ლი. ეს წიგ­ნე­ბი უფრო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, მათი ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი და არა ექი­მე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბას პა­ცი­ენ­ტი კარ­გად იც­ნობ­დეს, რომ უკეთ გა­უმკლავ­დეს მას“, - გან­მარ­ტავს თინა ასა­თი­ა­ნი.


„პა­ლიტ­რა L-ის“ დი­რექ­ტო­რის თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პი­რი რჩე­ვე­ბი კი არ გა­ი­ცე­მა, არა­მედ გან­ხი­ლუ­ლია სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხი და მათი ეფექ­ტუ­რო­ბა. თინა ასა­თი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი ნი­მუ­შე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მებს გა­აც­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ამ­ზა­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის 100%-ით ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნათ.


„თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­ვა­კე­თეთ სა­ნი­მუ­შო თარ­გმა­ნე­ბი, გა­ვა­ცა­ნით ექი­მებს, კონ­სულ­ტან­ტე­ბი ჩავ­რთეთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან და მხო­ლოდ მათი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს სე­რია და­სა­ბეჭ­დად აგ­ვე­ღო. სე­რი­ა­ში არის ბევ­რი წიგ­ნი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ 8 და­სა­ხე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს მსოფ­ლი­ო­ში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა­ზე უფრო გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებს. ეს არის გუ­ლი­სა და წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი, დეპ­რე­სია, დი­ა­ბე­ტი, წო­ნის კლე­ბა და საკ­ვე­ბი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა, ალერ­გი­ე­ბი, შფოთ­ვა და ფო­ბი­ე­ბი“, - გან­მარ­ტავს ის.


სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვი სამ ნა­წი­ლად არის და­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად დი­აგ­ნოზს აღ­წერს - მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას, მე­ო­რე ნა­წი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­რა­მებს ეხე­ბა, ხოლო მე­სა­მე ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს.


image


გზამ­კვლე­ვე­ბის თარ­გმან­ზე გა­მოც­დი­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი და ნინო ბელ­თა­ძე მუ­შა­ობ­დნენ. ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლის­თვის ეს საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო აღ­მოჩ­ნდა. მისი თქმით, თარ­გმნი­სას ყვე­ლა დე­ტა­ლი და ყვე­ლა ტერ­მი­ნი სან­დო წყა­რო­ებ­თან არის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი.


„ვფიქ­რობ, ასე­თი მარ­ტი­ვი ენით და­წე­რი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, თან სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობთ, რომ ეს გზამ­კვლე­ვი ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რე­ბა, თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია, პირ­ვე­ლა­დი გან­ხილ­ვა მო­ახ­დი­ნონ, რათა და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მარ­თვის­კენ გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი“, - გან­მარ­ტავს ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი.


მისი თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კის წიგ­ნე­ბი აქამ­დეც არა­ერ­თხელ უთარ­გმნია, კონ­კრე­ტუ­ლად, ეს სე­რია ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.


„აქ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბია გან­ხი­ლუ­ლი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში ვა­წყდე­ბით. კონ­კრე­ტუ­ლად, ეს გა­მო­ცე­მა არის „ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჩვენ მას „ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის გზამ­კვლე­ვი“ ვუ­წო­დეთ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამა თუ იმ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სურს. სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი, ზო­გა­დად, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პა­თო­ლო­გი­ებს მო­ი­ცავს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბი­ცაა გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, გულ­სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, არით­მია, ინ­ფარ­ქტი და ინ­სულ­ტი.


რაც მთა­ვა­რია, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ ტომ­ში შეგ­ხვდე­ბათ კი­თხვა­რი და პი­რა­დი ანამ­ნე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლებთ გა­არ­კვი­ოთ, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ რამ­დე­ნად ხართ. ვფიქ­რობ, რომ ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა“, - გან­მარ­ტა ნინო მესტვი­რიშ­ვილ­მა.


„ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის გზამ­კვლე­ვი“ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ვა. პირ­ვე­ლი წიგ­ნი - კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გზამ­კვლე­ვი - 11 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდე­ბა, მომ­დევ­ნო ტო­მებს კი მკი­თხვე­ლი მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხი­ლავს.


0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0