x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
"ხომ არ სჯობს თავის კოსმეტიკური ფირმის, დეშელი ერქვა თუ დეშალი დაზარალებულებთან გავიდეს დებატებში" - ცოტნე გამსახურდია მარიამ კუბლაშვილზე

image


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის საკმაოდ უცნაურ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც კუბლაშვილი დებატებში თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში იწვევს. როგორც ცნობილი გახდა, ამის თაობაზე ადვოკატმა ფეისბუქის საშუალებით ნიკა გვარამიას უკვე მიმართა: "ხომ არ სჯობს თავის კოსმეტიკური ფირმის, დეშელი ერქვა თუ დეშალი - თუ არ ვცდები, დაზარალებულებთან გავიდეს დებატებში, თვითონ რომ გადაყარა და ათობით ადამიანი ედავება? ისე, როგორც მახსოვს, ეს კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატიც იყო და ამის მეათედი აქტივობა არ გამოუჩენია. ნეტავ რატომ?" - დაწერა ცოტნე გამსახურდიამ საკუთარ გვერდზე.




0
487
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
487