x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
გაინტერესებთ, რა კავშირშია ერთმანეთთან ჰიტლერი და "Fanta" ?

image


ცნობილი გაზიანი სასმელი "Fanta" ყველამ კარგად ვიცით მაგრამ, ცოტამ თუ იცის, ვის უნდა უმადლოდეს ის, ასეთ საოცარ პოპულარობას, რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ ყველასთვის საყვარელი, უალკოჰოლო სასმელის უცნაურ წარსულზე.


image

ეს საოცარი, გამაგრილებელი ფორთოხლისფერი სითხე "Coca-Cola"-ს მწარმოებლების მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტურ გერმანიაში იქნა შექმნილი, რომ არა ეს გამოგონება, ალბათ, ბრენდი ისეთი პოპულარული ვერ გახდებოდა, როგორც დღეს არის. შეიძლება სრულიად აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა. "Fanta" გერმანიაში ნაციონალურ სასმელად მალევე იქცა, მას თითქმის ყველა სვამდა, მუშათა კლასით დაწყებული გერმანელი მაღალჩინოსნებით დამთავრებული.


image


მარკ პენდერგრასტმა, თავის წიგნში -"ღმერთისთვის, ქვეყნისთვის და კოკა-კოლისთვის" დაუფარავად აღიარა, რომ სასმელი "ნარჩენების ნარჩენებისგან" მზადდებოდა, ვინაიდან კარგი პროდუქტის საწარმოებლად იმ პერიოდში საკმარისი რესურსი არ იყო, ამიტომ მწარმოებლები იძულებულები იყვნენ სასმელი "ნარჩენებისგან" მოემზადებინათ. მეორე მსოფლიო ომის დროს, "Coca-Cola"-ს ჰიტლერთან პროდუქტიული თანამშრომლობა აკავშირებდა, სწორედ ამიტომ ადოლფი კომპანიის განვითარებას ხელს ყველანაირად უწყობდა, ასე მოექცა ბრენდი გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის წლებში პოპულარობის ზენიტში. ამბობდნენ, რომ თავად ჰიტლერს გაზიანი სასმელები ძალინ უყვარდა და მათ, ამერიკული ფილმების ყურებისას თითქმის სისტემატურად სვამდა.


image


როგორც ცნობილია, "Fanta" გერმანული სიტყვისგან - "Fantasy" მომდინარეობს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, სასმელზე მოთხოვნის გაზრდა ასევე, შაქრის დეფიციტითაც იყო განპირობებული, ვინაიდან მას, მოსახლეობა როგორც დამატკბობელს ისე იყენებდა. თვლიდნენ, რომ "Fanta"-ს რეცეპტის შემქმნელს, მაქს კაიტს ნაცისტებთან ურთიერთობა არ სურდა და რომ მას, მხოლოდ თავისი პროდუქტის პოპულარიზაცია აინტერესებდა. ლეგენდის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს ის დაბომბილ სახლში, სწორედ"Fanta" -ას ჩამოსხმისას იპოვეს.



0
177
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
177