x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
საბჭოთა კავშირის ლიდერთა ნათესავები - რა გზა გაიარა სოფიკო შევარდნაძემ დღევანდელობამდე?
image

იყო ცნობილი ადამიანების ნათესავი, ყოველთვის არ აადვილებს ცხოვრებას. ყველა ბავშვს სურს დატოვოს თავისი ოჯახის ჩრდილი და დაუმტკიცოს ყველას თავისი დამოუკიდებლობა.


თუმცა, ზოგი სარგებლობს ცნობილი ახლობლების სტატუსით და ადვილად აღწევს დაგეგმილ სიმაღლეებს.


პატარა სოფიკო დაიბადა 1978 წლის 23 სექტემბერს, თბილისში. დედამისმა, ცნობილი პოლიტიკოსის ქალიშვილმა ნინომ, მთელი ცხოვრება საყვარელ შვილებს მიუძღვნა. მამა, პაატა ედუარდის ძე შევარდნაძე დიპლომატიური სფეროში იყო ცნობილი.



image


მაგრამ, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსი იყო ბაბუა, ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.


როდესაც სოფიკო 4 წლის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა მამამისის კარიერის გამო, მაგრამ იქ წელიწადზე ნაკლები იცხოვრეს, შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ მშობლიურ მიწებზე. ეს რამდენიმე თვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ სოფიკოს შეეყვარებინა ეს ქვეყანა.


1985 წელს სოფიკოს ბაბუა დაინიშნა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და იგი იძულებული გახდა მოსკოვში გადასულიყო. სოფიკოც ყოველ ზაფხულს ატარებდა რუსეთში.


image

თუმცა, სიხაული დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც ცნობილის შვილიშვილი 11 წლის გახდა, მისი მამა პარიზში გადაიყვანეს. ბევრს შურდა ახალგაზრდა გოგონასი, მაგრამ სოფიკოსთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. მისთვის ევროპული ცხოვრება, ჩვეულებები, ინტერესები უცხო იყო - ყველაფერი უცხო და საშიში.


image


პარიზში გადასვლის შემდეგ, მამამ სოფიკოს აუკრძალა საყვარელი ბალეტის სკოლაში ვარჯიში, ის დაჟინებით მოითხოვდა მისგან მიეღო განათლება ფორტეპიანოზე. მიუხედავად იმისა, რომ სოფიკოს არ უნდოდა ფორტეპიანოს შესწავლა, გოგონამ წარჩინებით დაამთავრა კოლეჯი. შემდეგ, კონსერვატორიაში შევიდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ დატოვა.

მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ, სოფიკო წავიდა შეერთებულ შტატებში და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.


ბოსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოფიკო ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულეტეტზე და სცადა კორესპოდენტობა გადაცემაში "წინა დღე".


NTV არხის პროგრამის დახურვის შემდეგ სოფიკო შევარდნაძე იძულებული გახდა საყვარელ რუსეთში გაფრენილიყო. აეროპორტში მას დახვდა სიბინძურე, რუხი ფერები და იმედგაცურუება, მაგრამ გულის სიღრმეში მას სურდა ამ ქვეყანაში დარჩენა. მალე სოფიკო გახდა მოსფილმის დირექტორის ასისტენტი.


image


რამდენიმე ენისა და უმაღლესი განათლების ცოდნა მას საშუალებას აძლევდა გამხდარიყო პროგრამის წამყვანი ცნობილი ვარსკვლავების და პოლიტიკური მოღვაწეების მონაწილეობით. ამ პროექტის შემდეგ, სოფიკო მოთხოვნილ იქნა ცნობილ მწარმოებლებსა და რეჟისორებს შორის.


სოფიკოს, მიუხედავად აღმოსავლური აღზრდისა, ქონდა უცნობი სასიყვარულო ინტრიგები. სოფიკო არ მიეკუთვნება ქალებს, რომელთა ცხოვრება ქორწინებით მთავრდება. მას ჰქონდა რამდენიმე მშფოთვარე რომანი, მაგრამ არც ერთი არ მისულა მმაჩის ბიურომდე.


დღემდე სოფიკო არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ამბობს, რომ ის დაქორწინდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა თავდაჯერებული იქნება საკუთარ თავში.


image


სოფიკოს მშფოთვარე ქართული სისხლი მუდმივად უბიძგებს ექსტრემალური გართობისკენ, კრიტიკასა და გულახდილი საუბრებისკენ სხვადასხვა კურიოზულ თემებზე. მისი მონაწილეობით გადაცემას შეიძლება ერთი სულისმოთქმით უყუროთ. ერთ-ერთი გადაცემაა "ქალების ბუნტი" ოლგა ბუზოვას, ჯულია ბარანოვსკაიასა და ვერა გლაგოლეევას მონაწილეობით.

აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ ქარიზმატული ქალები თავიანთ შოუში იუმორისტული თემებს წევენ. ინტრიგები, ცნობილი მოღვაწეების სკანდალები - ყველაფერი ეს ხმამაღლა განიხილება ამ შოუში.


image


მასზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მისი სულის სიმამაცე, დამსახურებული სახელი და სურვილი გაეცნოს ახალს, იწვევს მის მიმართ დიდ ინტერესს. ახლა ვარსკვლავს შეუძლია თამამად თქვას, რომ მისი მიღწევები მხოლოდ მისი დამსახურებაა!



2
201
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
201
  
2019, 14 ოქტომბერი, 17:56
ხალხის სისხლით ნაზარდი ოჯახია.
2019, 14 ოქტომბერი, 16:20
პუტინის მეხოტბე, ქვეყნის მოღალატე და დამაქცევარი ბაბუას შვილიშვილი! აი ვინაა სოფიკო შევარდნაძე.
0 1 2