x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაანონსების მიუხედავად, „კურიერი“ ეთერში 23 სექტემბრიდან არ გავა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ დაანონსების მიუხედავად ეთერში 23 სექტემბრიდან არ გავა. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook გვერდი „ქართული ტელევიზია“ ავრცელებს, რომელიც ასევე წერს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას წყარო „რუსთავი 2“-იდან უდასტურებს.


რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ტელეარხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ საეთერო პროგრამაში ცვლილება უკვე ასახულია. ინფორმაციის თანახმად, საინფორმაციო გამოშვება ეთერში 25 სექტემბრიდან უნდა გავიდეს. სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოს ტელევიზიამ ახალი სატელევიზიო სეზონიც. შესაბამისად ეთერში არც გადაცემები „ფარული კონვერტი“ და „გააცინე და მოიგე“, ასევე დილის და შუადღის გადაცემება გავა. „დილა მშვიდობისა, საქართველო“ და „სხვა შუადღე“ ეთერში დაანონსებულის აგრეთვე ნაცვლად 25 სექტემბრიდან უნდა გავიდეს.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე, ასევე გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლება. იმავე დღეს ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა, დიკო ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. მეორე დღეს კი არხი ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. მას შემდეგ ეთერში აღარ გადის „კურიერი“. image

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0