x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"აქაც ჩაისვარა. რა კაციცაა, ის სიტყვა აქვს" - ჩერგოლეიშვილი კახა კალაძეზე

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის 15 სექტემბრისთვის, გზის გახსნის დაპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ჩერგოლეიშვილის თქმით, კალაძემ მოსახლეობისთვის მიცემული სიტყვა ვერ შეასრულა და წინასწარ, საგანგებოდ დაანონსებული გზის გახსნა ვერ მოახერხა: "მე რომ მკითხონ, ახლა რამდენი კაციც კალაძეს მკვდარს და ცოცხალს აგინებს ვაკეში, გამოვიზოგავდი წლის ბოლომდე კალაძის საგინებლად. 15 სექტემბერს გზას გავხსნიო და მოგეხსენებათ, ჩაისვარა. დილის 9 მდე წყალი არ გექნებათო, 12:00-ია, აქაც ჩაისვარა. რა კაციცაა, ის სიტყვა აქვს, " - დაწერა ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას დედაქალაქის მოსახლეობას განუცხადა, რომ 15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან "პიქსელის" შენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აუცილებლად დასრულდებოდა, თუმცა, დღემდე აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გახსნა მაინც ვერ მოხერხდა.



0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
290