მოვლენები
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეგობრის ქორწილში
2019, 20 სექტემბერი, 22:07
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი რომში, დიზაინერ მიშა ნონუს ქორწილს დაესწრო, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მიშა ნონუ ცნობილი ამერიკელი მოდის დიზაინერია, რომელიც ცნობილია ქალის ტანსაცმლის ხაზით. სავარაუდოდ მან მოაწყო პირველი შეხვედრა და ბრმა პაემანი ლონდონში, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს შორის. 2015 წელს დიზაინერმა მედიის ყურადღება ინსტაგრამზე "ინსტა-შოუ" წამოწყებით მიიბყრო.