x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაიჭირეს შამანი, რომელიც პუტინის განადგურებით იმუქრებოდა - ვინ იყო მაგი, რომელმაც "პენტაგრამის მაგიური რიტუალით ჰიტლერი შეიწირა"
image


ასტროლოგი რამაზ გიგაური ცნობილი იაკუტიელი შამანის ალექსანდრ გაბიშევის დაკავებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და შემთხვევასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს:


"პუტინი რომ უნდა გაენადგურებინა, ის შამანი დაუჭერიათ!
რუსეთის პრეზიდენტს შეეშინდა შამანის, რომელიც ფეხით მიდიოდა იაკუტიიდან მოსკოვამდე. მანძილი, სადღაც, 8000 კილომეტრია. ფეხით მიდიოდა. შამანი.

ახლა კი ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ. ფაშისტურმა გერმანიამ ჩეხოსლოვაკიას როცა დაარტყა. იყო ასეთი ჩეხი მეცნიერი - იან კეფერი. უმაგრესი ასტროლოგი. მაგრამ მარტო ასტროლოგი არ იყო. როგორც ნოსტრადამუსი, კეფერიც კარგად ერკვეოდა მაგიაში. ის იკვლევდა და სწავლობდა ეზოთერულ ლიტერატურას პარიზის, ტურინის და ვატიკანის ბიბლიოთეკებში. მაგალითად, იკვლევდა ჰერმეს ტრისმეგისტის ტექსტს „ზურმუხტის ფილები“, ასევე „ეგვიპტურ მიცვალებულთა წიგნს“, ფრანგი მაგის ელიფას ლევის წიგნებს.



ახლა მთავარი: იან კეფერმა სახალოდ დაწყევლა ჰიტლერი და ფაშისტური გერმანია. ჩაატარა პენტაგრამის მაგიური რიტუალი. ამ რიტუალიდან მალევე მასზე ძებნა გამოცხადდა. დაიჭირეს 1941 წლის ივნისში. 1941 წლის დეკემბერში დახვრიტეს. პენტაგრამა - ხუთქიმიანი ვარსკვლავია. მართავს მზე. მზის ზოდიაქოში გარშემობრუნების პერიოდი 1 წელია. კეფერის წყევლიდან ზუსტად 5 წელში აღარც ფაშისტური გერმანია და აღარც ჰიტლერი აღარ არსებობდა", - წერს გიგაური.


ბურიატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი. მისი მომხრეები ოთხშაბათს ღამით იტყობინებოდნენ, რომ გაბიშევი გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დაკავებულს უახლოესი რეისით გაგზავნიან იაკუტსკში, სადაც ის დანაშაულშია ეჭვმიტანილი.


რამდენიმე თვის წინ გაბიშევმა განაცხადა, რომ ფეხით მიემართება მოსკოვში, რათა „პუტინი განდევნოს კრემლიდან“. მის დაკავებაში ათობით სამართალდამცავი მონაწილეობდა. თვითმხილველთა თქმით, ოპერაციის რაიონში არ მუშაობდა მობილური სატელეფონო კავშირი.


ასევე ნახეთ:

თუ ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, ილოცოს - გურჯიევის რჩევები ქალიშვილს


"ნუ შეაფასებ ადამიანს სხვათა ლაპარაკის მიხედვით" - გიორგი გურჯიევის 10 მცნება


5 დიდი ებრაელი იმის შესახებ, თუ რატომ არიან ადამიანები ცუდად


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24



0
516
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0