x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მადლობა, რომ ჩემს იქით არავინ არსებობს შენთვის" - რას უწერს ამერიკელ ქმარს ნუკი კოშლეკიშვილი ქორწინების მე-4 წლისთავზე
image

ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკელ მეუღლესთან (ბენ ჩე­ი­მი) მისი 4-წლიანი თანაცხოვრების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:


"4 წელი შესრულდა დღეს, რაც ცოლად გამოგყევი. შორს გამოგყევი, ნამდვილად! არ მოვიტყუები, კი ვჩხუბობთ, კი როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში, გვაქვს ცუდი დღეები, ყველაფერი ისევეა, როგორც ყველასთან, უთანხმოება, გაღიზიანება, ჯიბრში ჩადგომა. მაგრამ!!!!! ასევე ვიცინით, ვხარხარებთ, ვეხუტებით ერთმანეთს. მადლობა მინდა გითხრა, რომ გიყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ, ყოველგვარი შელამაზების და სიყალბის გარეშე... მადლობა, რომ მე ამირჩიე მილიონ სხვაში. მადლობა, რომ მეუბნები, განსაკუთრებული ვარ, მადლობა, რომ ვგრძნობ შენს მხარდაჭერას. ჩემთვის უთქვამთ - შენ არ ხარ დიასახლისი ტიპიო. შენ ყოველ დღე სადილს გიმზადებ, იმიტომ რომ მინდა. უთქვამთ - რა დროს შენი დედობაა. შენი შვილის თავდადებული დედა ვარ. უთქვამთ - ვერ გავქაჩავ შენს თავს ფინანსურადო (არ ვიცი, ეს ქართველი კაცების დებილობაა). ფინანსურ გაჭირვებაშიც ერთად ვართ და ვძვრებით ერთად. მადლობა, რომ ხარ ჩემი და მაგრძნობინებ, რომ ჩემს იქით არავინ არსებობს შენთვის. მე იმაზე სუსტი ვარ, ვიდრე ამას ხალხი ხედავს, მადლობა, რომ ხარ ძლიერი და მე შემიძლია ვიყო უსუსური... მადლობა, რომ ხარ საუკეთესო მამა, ასეთი მამა თუ არსებობდა არც მეგონა. მოკლედ, მიყვარხარ... და მეყვარები კიდევ მილიონი წელი, იმიტომო რომ ჩემი ბიჭი ხარ... გილოცავ! ახლა ისე გადავუთარგმნი, ძალიანაც თავში რომ არ აუვარდეს. Well, I was saying we fight a lot and bla bla bla but sex is great, so we are all set for another million years together... love you honey, happy anniversary", - წერს ნუკი კოშკელიშვილი და ოჯახური ალბომიდან ქორწინების ფოტოებს აქვეყნებს.


ნუკის და ბენს ერთი წლის შვილი, ოლივერ ნიკოლასი ჰყავთ. ყოფილმა ტელეწამყვანმა ბავშვი აშშ-ში გა­ა­ჩი­ნა.



image

imageimageimageimageimage


ასევე ნახეთ:


"ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებს ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლის მო­ნი­ჭე­ბას" - გია ბაღაშვილის ულამაზესი მეუღლე და 4 შვილი


"ამისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის ქალები, მესამე ქორწინება და ოჯახური ფოტოები


ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)

ჩემს შვი­ლებს სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი


"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0