x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში უდგება
image


20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უდგება, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა.


საქალაქო სასამართლოში სხდომას არ დაესწრო თავად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც სასამართლოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროცესებს იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიან და გირაოთი გაათავისუფლებენ.


პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს შენობასთან მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა:



„ის არის ერთერთი მთავარი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლებისა და ამიტომაც ჰყავს გამოკეტილი ციხეში, ასევე არიან დანარჩენი ბიჭებიც, ესენია არიან ის ხალხი, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს, რომ მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა საქართველო, ისინი არ დაუშვებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ამის გამო არიან ციხეში. ისინი არიან ტყვეები და ივანიშვილის პოლიტპატიმრები. იმ შეთავაზების შემდეგ რაც ჩვენ გავაკეთეთ, თუ ივანიშვილი გონს არ მოეგება და ირაკლის არ გამოიუშვებს, როგორც ივანიშვილმა 2 კვირის წინ აღიარა, რომ საქართველო უნდა გახდეს რუსეთის გუბერნია და ეს დაადასტურა გახარია გაპრემიერებით, ასევე დაადასტურებს, რომ ოქრუაშვილი არის მისი პირადი პატიმარი და ის უნდა იყოს საპატიმროში, რადგან მას ძალიან ეშინია ოქრუაშვილის.“- განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა.

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0