x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
სპეციალური შეთავაზება პეპელას მომხმარებლებს - 50%-მდე ფასდაკლება Mattel-ის ბრენდის ნებისმიერ სათამაშოზე
image


მატელის ბრენდი უამრავ ქვებრენდს აერთიანებს რომლებიც დღმდე საოცარი პოპულარობით სარგემლობს მომხმარებლებში.



ეს ბრენდი ალბათ უცხო არავისთის არაა, ის სათამაშოების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი პროდუქცია 150-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ფირმა Mattel-ი 1945 წელს ამერიკელიმა ცოლ-ქმარმა რუთ და ელიოტ ჰენდლერებმა შექმნეს, თავდაპირველად ამ კომპანიის მიზანი სურათის ჩარჩოების დამზადება იყო, მაგრამ მალევე შეცვალა სტრატეგია. ომის შემდგომ წლებში ხალხი ფულს არ ზოგავდა მრავალფეროვანი სათამაშოების საყიდლად, რათა თავიანთი ბავშვები გაეხარებინათ. იგრძნო თუ არა ცოლ-ქმარმა, რომ ეს შეიძლება მომგებიან საქმედ ექციათ, ჩარჩოებიდან სათამაშო სახლების დამზადებაზე გადავიდნენ. ამას მოჰყვა მუსიკალური ზარდახშები და შემდეგ უკვე სათამაშოების მთელი ინდუსტრია.


image


მატელის ხსენებაზე პირველი ალბათ ბარბი გაგახსენდებათ. თოჯინის შექმნის იდეა, თავში პირველად რუთს მოუვიდა, მან თოჯინა თავისი ქალიშვილის ბარბარას შთაგონებით შექმნა და სახელიც შესაბამისი შეურჩია, ბარბი. ძალიან მოკლე დროში თოჯინა საოცრად მოთხოვნადი გახდა. კომპანია ვერ ასწრებდა ახალი პარტიის გამოშვებას. დახლები მომენტალურად ცარიელდებოდა. თოჯინა დღემდე საოცარი პოპულარობით სარგებლობს, დღემდე მისი მრავალი განსხვავებული და საინტერესო სერია გამოვიდა. დროსთან ერთად იცვლება და ვითარდება ბარბიც, ეპოქის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა ბარბის ვარცხნილობები, თმის ფერი, მისი ტანის პროპორციები და კოსტიუმები. ბევრნაირი სტილის, სახლების, მანქანებისა და შინაური ცხოველების გამოცვლის შემდეგ, თოჯინა ბარბი, როგორც იქნა, გინესების წიგნშიც მოხვდა.


image


ელიოტს ბარბის შემდეგ გაუჩნდა იდეა ბიჭებისთვის შეექმნა სწორედ ისეთი რამ, რაც ბარბი იყო გოგონებისთვის, და რა გაახარებთ ბიჭებს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა საოცარი და შეუდარებელი მანქანები, რომლით თამაშის პროცესიც საოცრად მხიარული და აქტიურია, როდესაც ჰენდლერმა ერთ-ერთი საცდელი მანქანის ნიმუშის დიზაინი და იატაკზე მისი სწრაფი მოძრაობა იხილა, აღფრთოვანებულმა წამოიძახა: "ისეთი სწრაფია, თითქოს ბორბლებს ცეცხლი უკიდია!!!" სწორედ აქედან მოდის ბრენდის სახელწოდება - "Hot Wheels".


image

"Fisher-Price" ბრენდი 80 წელზე მეტია ქმნის უმაღლესი ხარისხის ჩვილის აქსესუარებს და განსავითარებელ სათამაშოებს სათამაშოები შექმნილია ისე, რომ თქვენმა პატარებმა მარტივად აღიქვან ფიგურები და ფერები, განუვითარდეთ ხელის მოტორიკა და ისწავლონ თამაშით. ბრენდი უშუალოდ ჩვილის პროდუქციაზეა კონცენტრირებული და სათამაშოს ყველა პატარა დეტალი გათვლილია მის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე.



ცნობილი მულტფილმის Enchantimals-ისა და Monster High-ის თოჯინები საინტერესო სამყაროდან, უცნაური არსებებით ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხოველები. განუყრელი მეგობრები რომელთა ერთმანეთს გარეშე ყოფნაც წარმოუდგენელია, საოცარი ანიმაციური ფილმის საოცარი პერსონაჟები, რომლებიც ყველა პატარას გულში საოცარ ადგილს იკავებენ, მატელის კიდევ ერთი შედევრია.


image

კიდევ ერთი უჩვეულო ანიმაცია, თავისი უჩვეულო გმირებით, the toy story გაცოცხლებული სათამაშოები თვიანთი უჩვეულო ისტორიებით, საოცარი სამყაროს საოცარი პერსონაჟები.



Batman ამერიკული კომმიქსების საოცარი პერსონაჟი, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობის სარგებლობს, ბეტმენი არ ფლობს ზებუნებრივ ძალებს და დამოკიდებულია ინტელექტზე, ფიზიკურ ძალებზე, აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნების ფლობაზე, დეტექტიურ ნიჭზე, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე ეს ის პერსონაჟია რომელიც თვისუფლად შეიძლება ნებისმიერი ბავშვის მისაბაძ მაგალითად იქცეს.


და ყველაფერი ეს, ყველა პერსონაჟი, გაცოცხლებული შეუდარებელ სათამაშოებში 50%-მდე ფასდაკლებით პეპელას მაღაზიათა ქსელში.
#ითამაშე ჩვენთან ერთად
#მოდი პეპელაში

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0