x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„რუსთავი 2“-ის ახალი სკანდალი - ნაყოფია სტრასბურგის გადაწყვეტილებას ოქტომბერში გაასაჩივრებს
image


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ძმებ ყარამანაშვილებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, შპს „ტვ საქართველოს“ მფლობელი, ნიკოლოზ ნაყოფიაც გაასაჩივრებს:


„რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ პალატაში აუცილებლად გავასაჩივრებთ და ეს ჩვენი ოჯახის აზრია. სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, გასაჩივრების ვადა ოქტომბერში იწურება და, ბუნებრივია, მანამდე გასაჩივრდება.


სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა, აღნიშნული იყო, რომ ძმები ყარამანაშვილები და შპს „ტვ საქართველო“ აპირებენ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას. მართალია, ჩემი შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია „რუსთავი 2“-ის წილს არ ფლობდა, მაგრამ სამაგიეროდ, „ტვ საქართველოა“ ამ ტელეკომპანიის მფლობელი, ხოლო შპს „ტვ საქართველოს“ ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს“, - აცხადებს ნაყოფია.



შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.


ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0