x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტები

image

imageეს სახლი სელინ დიონს ეკუთვნოდა 2017 წლამდე, იგი ფლორიდაში, იუპიტერის კუნძულებზე მდებარეობს და დიონმა 28 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. მისი ფართობი 2860 კვადრატული მეტრია და ამჟამინდელი მესაკუთრის განკარგულებაში 13 საძინებელი და 14 სველი წერტილი გახლავთ.

image

მომღერალ ტეილორ სვიფტის პოპულარობა წამებში იზრდება, ისევე როგორც მისი ფინანსები და სულაც არ არის გასაკვირი ფუფუნებაში ცხოვრება მისი არჩევანი გახლდეთ.


სახლი, რომელიც ტეილორს ეკუთვნის, 1000 კვადრატული მეტრის ფართობისაა და 25 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ მისი პირველი მესაკუთრე მეტრო გოლდენ მეიერის დამაარსებელი Samuel Goldwyn-ი გახლდათ.

image

ცნობილი ტელეწამყვანის, ელენის შოუს ავტორის, ელენ დეჯენერესის სახლი, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 39, 5 მილიონი აშშ დოლარია, 975 კვადრატული მეტრია.

image

აღნიშნული სახლი, რომლის ფართობიც 243 კვ.მ გახლავთ, მერლინ მონროს ეკუთვნოდა. ის 2015 წელს გაიყიდა 7.25 მილიონ აშშ დოლარად. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ქონება სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იყიდა და ის მის მიერ ნაყიდ ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა. სახლის იერსახე კვლავ შენარჩუნებულია.

image

სახლი, რომლის საერთო ფართობი 2136 კვადრატული მეტრია, ყოფილ პირველ ლედის, ჟაკლინ კენედის ეკუთვნოდა და მისი ღირებულება 49, 5 მილიონი აშშ დოლარია. სახლს ჩოგბურთის კორტები, დახურული და გარე აუზები ამშვენებენ.

image

ეს უაღრესად გემოვნებიანი სახლი კი მის არანაკლებ გემოვნებიან მფლობელს, ოდრი ჰეპბერნს ეკუთვნოდა. სახლის ფართობი 650 კვადრატული მეტრია და იგი 13, 995 აშშ მილიონი დოლარი ღირს. გადმოცემის მიხედვით, მსახიობს ძალიან უყვარდა სტუმრიანობა და ცალკე მათთვის გამოყოფილი ჰქონდა 65 კვადრატული მეტრის სახლი და 92 კვადრატული მეტრის მისაღები.

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0