საზოგადოება ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves გაიხსნა 2019, 23 აგვისტო, 12:13
წუხელ განახლებულ სცენაზე მსოფლიოში განთქმულმა დიჯეებმა დაუკრეს, მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპ კაილი.
ფესტივალი Echowaves-ი ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა. გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ. Echowaves, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. დღეს გვიან ღამით კი მსმენელს ბენ ქლოქის და არაერთი ცნობილი არტისტის მოსმენა შეუძლია. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით და არაერთი საინტერესო ღონისძიებით ხვდება. 8 3-ს მოსწონს
|