x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"აიდას" დეკორაციები "ბლექ სი არენაზე" უკვე აწყობილია (ფოტოები)
image

წელს პირ­ვე­ლად ჯუ­ზე­პე ვერ­დის სა­ხე­ლო­ბის ფეს­ტი­ვა­ლი გას­ცდა იტა­ლი­ის სა­ზღვრებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი დად­გმით ჩა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი, „ბალ-მას­კა­რა­დი“ უკვე გა­ი­მარ­თა თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში. სა­ღა­მო 16 აგ­ვის­ტოს შედ­გა.


ახლა კი ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე „ბლექ სი არე­ნა­ზე“ გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც არე­ნა დი ვე­რო­ნა­სე­უ­ლი „აი­დას“ დად­გმა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მო­ი­ტა­ნეს შე­სა­ბა­მი­სი დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ასე­ვე კოს­ტი­უ­მე­ბი.


"აი­დას" მა­ყუ­რე­ბე­ლი 23 აგ­ვის­ტოს იხი­ლავს, 25 აგ­ვის­ტოს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ლა­კონ­ცერ­ტით დას­რულ­დე­ბა.


image

"აი­დას"“ დად­გმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: სუ­ზა­ნა ბრან­კი­ნი (აიდა), დე­ი­ან ვა­ჩკო­ვი (ეგ­ვიპ­ტის მეფე), და­ნი­ე­ლა ბარ­ჩე­ლო­ნა (ამ­ნე­რი­სი), სერ­ხიო ეს­კო­ბა­რი (რა­და­მე­სი), გაბ­რი­ე­ლე ვი­ვი­ა­ნი (ამო­ნას­რო), გი­ორ­გი ან­დღუ­ლა­ძე (რამ­ფი­სი), ფი­ლი­პო მი­კა­ლე (მაც­ნე), გონ­ჯა დო­გა­ნი (უმაღ­ლე­სი ქუ­რუ­მი ქა­ლის ხმა)


დი­რი­ჟო­რი: პიერ ჯორ­ჯო მო­რან­დი

რე­ჟი­სო­რი : ენ­რი­კო სტინ­კე­ლი

კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი: კარ­ლა გა­ლე­რი

სცე­ნოგ­რა­ფი: ჯუ­ზე­პე დე ფი­ლი­პი

გა­ნა­თე­ბის მხატ­ვა­რი: ენ­რი­კო სტინ­კე­ლი


ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ პარ­მა­სა და ბუ­სე­ტო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით მე­ლო­მანს იზი­დავს. წელს ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლი პირ­ვე­ლად გას­ცდე­ბა იტა­ლი­ის სა­ზღვრებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

image

2018 წლის 23 აგ­ვის­ტოს, ვერ­დის ფეს­ტი­ვალ­სა და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრს შო­რის სამ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, თე­ატრს ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ფეს­ტი­ვა­ლი პროგ­რა­მის "სა­ქარ­თვე­ლო, ევ­რო­პა" ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა.


ბი­ლე­თე­ბი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სა­ი­ტებ­ზე: TKT.GE და Biletebi.ge


შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 და 25 აგ­ვის­ტოს, ვერ­დის ფეს­ტი­ვა­ლის ორ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის, თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მა­ტე­ბი­თი მა­ტა­რე­ბე­ლი ინიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რე­ი­სებს ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ას­რუ­ლებს და Black Sea Arena -ს ბა­ქან­ზე გა­ჩერ­დე­ბა.

image

ამას­თა­ნა­ვე, თბი­ლი­სი­დან და ბა­თუ­მი­დან 23 და 25 აგ­ვის­ტოს მატ# 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბი­ლი­სი-ბა­თუმს და 24 და 26 აგ­ვის­ტოს მატ#811 ბა­თუ­მი-თბი­ლისს გა­ჩე­რე­ბე­ბი „Black Sea Arena“-ს ბა­ქან­ზეც ექ­ნე­ბათ.


ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია Georgian Railway Tickets მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით, ვებ-გვერ­დებ­ზე Railway.ge; TKT.GE; Biletebi.ge; matarebeli.ge და ასე­ვე სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტებ­სა და სა­ბი­ლე­თო სა­ლა­რო­ებ­ში.

image

(R)

1
102
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
102
  
2019, 23 აგვისტო, 11:46
აიდა :)
0 1 1